ანჩელოტი:„არ გამოვრიცხავ, კასილიასმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს“

კარლო ანჩელოტიმ „ესპანიოლთან “ მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა...


„ვიცით, რომ შანსი მცირეა, მაგრამ ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ. ბევრს ჰგონია, რომ „იუვესთან“ წარუმატებლობის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა ხელი ჩაიქნიეს, მაგრამ კონცენტრაცია მოვახდინეთ კატალონიელებთან შეხვედრაზე და ვეცდებით 3 ქულის მოპოვებას.“

„ესპანიოლს ევროზონაში მოხვედრის შანსი აღარ აქვს, მაგრამ ეს გუნდი ყოველთვის ბოლომდე იბრძვის „ბლანკოსის“ წინააღმდეგ, ამიტომ უშეღავათო ბრძოლას ველით.“

„მომავალზე საუბარს არ ვაპირებ, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როდესაც „რეალი“ ბოლო შეხვედრას გამართავს. ახლა ჩემი ყურადღება დარჩენილი შეხვედრების მოგებაზეა გამახვილებული.“

„ლუკას სილვა კარგი ფეხბურთელია, რომელიც ევროპულ ფეხბურთთან ნელ-ნელა ადაპტირდება. ხამეს როდრიგესის და ტონი კროოსის შეწყობა გაცილებით მარტივი იყო, რადგან ისინი აქამდეც ევროპულ ფეხბურთს თამაშობდნენ.“

„მოთამაშეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. 2 წელია მადრიდში ვიმყოფები და არ მახსენდება არავითარი ლაფსუსი. ჰარმონიული ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემა უპირველესია. ახლა ჩვენ მეგობრები ვართ და ასე იქნება მუდამ.“

„არ ვიცი ვინ ითამაშებს ხვალ, შესაძლოა კასილიასმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს, კეილორმა კი სასტარტოში დაიწყოს.“

„ამ სეზონში შესაძლოა, უტიტულოდ დავრჩეთ, მაგრამ მე ვამაყობ ჩემი მოთამაშეებით, რომლებმც არაერთი რეკორდი დაამყარეს და ულამაზესი საღამოები აჩუქეს გულშემატკივრებს.“

„ბეილზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. უელსელ ფეხბურთელს რთული ეპოქა დაუდგა, მაგრამ უნდა გავიხსენოთ საუკეთესო მომენტებით. თუნდაც შარშანდელ სეზონში ბრიტანელმა არაერთხელ გადაგვარჩინა, ასევე აქტიური იყო ტურინელთა წინააღმდეგ, მაგრამ ფატალურად არ გაუმართლა.“

„კოენტრაუ და ხედირა საკუთარ საქმეს სერიოზულად ეკიდებიან, ისინი დიდი პროფესიონალები არიან. სამწუხაროდ, მთელი სეზონის მანძილზე ტრავმიანობა თან გვზდევს.“

„ფლორენტინო პერესი მხარს გვიჭერს და სჯერა, რომ გუნდი სეზონს ღირსეულად დაასრულებს. ლა ლიგაში მათემატიკური შანსი არსებობს, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩემპიონები გავხდებით, თუკი ასე მოხდა, უდიდეს გამართლებას ექნება ადგილი.“

„ზიდანი ნამდვილი ლეგენდაა და უდიდეს მაგალითს წარმოადგენს ახალგაზრდებისათვის. „კანტერანოები“ მთავარ მწვრთნელს დიდ პატივს სცემენ.“

„პრესაში არაერთ ინფორმაცია ვეცნობი ახალ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გუნდი გაძლიერდება, მაგრამ მოსვლის კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 მაი 2015
  • 5348
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)