სულიერი ლიდერი შემადგენლობის მიღმა

რაულ გონსალეს ბლანკო–უდიდესი პიროვნება და მადრიდის "რეალის" ლეგენდა. მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთის მოყვარული, რომელმაც ამ დიდებული ადამიანის შესახებ რაიმე არ იცოდეს. ელ კაპიტანომ 15 წელი გაატარა სამეფო კლუბში და ამ გუნდის ახალი ეპოქა წარმოშვა. რაულის სახელი ოქროს ასოებითაა ჩაწერილი "ბლანკოსის" უდიდეს ფეხბურთელთა სიაში...


მარადიული "შვიდიანისთვის" 2009|10 წლის სეზონი გარკვეული შიშით დაიწყო. გუნდში მოვიდა ახალი პრეზიდენტი–დიადი ფლორენტინო პერესი, რომელიც უკვე მეორედ აპირებს ააშენოს დაშლის პირას მდგომი სამეფო კლუბი. რაულს კონტრაქტი 2011 წლამდე აქვს გაფორმებული "თეთრებთან". ბევრს გონია, რომ ელ კაპიტანო ამ სეზონის ბოლოს დაასრულებს საფეხბურთო კარიერას, რადგან გუნდში ახალი სისხლია საჭირო, ახალი ფეხბურთელები, უფრო ენერგიული და ნიჭიერი. ამას კი გონსალესზე კარგად ვერავინ ხვდება, რადგან მას მხოლოდ საუკეტესო უნდა მადრიდული გრანდისთვის. მადრიდის პრინცმა ასეთი განცხადება გააკეთა:"მე ყველანაირად ვეცდები მომავლის გზა გავუკვალო ახალგაზრდა ფეხბურთელებს, თუნდაც ამისათვის ჩემი ფეხბურთიდან წასვლა გახდეს საჭირო. მე სამეფო კლუბისთვის მხოლოდ საუკეთესო მემეტება..."
სულიერი ლიდერი შემადგენლობის მიღმა
ძველი პარტნიორებიც დააშორა ერთმანეთს ახალმა მწვრთნელმა–მანუელ პელეგრინიმ. დიადი ტანდემი ნისტელროი–რაული აღარ არსებობს, ახლა გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა კარიმ ბენზემა და გონსალო იგუაინი არიან. თვითონ რაული, ღირსეულ შემცველელბად მიიჩნევს კარიმსა და გონსალოს. გუნდში იმყოფებიან კაკა და რონალდო, რომელთა მიმართაც არის გამიჯნული სამეფო კლუბის გულშემატკივართა მომავლის იმედები. ასევე ძირითად შემადგენლობას მიღმაა დარჩენილი ხოსე მარია გუტიერესიც, ესეც "ბებერი" მადრიდისტაა, რომელმაც მთელი თავისი კარიერა მადრიდულ გრანდში გაატარა. გუტი "ალკორკონში" გამართული საშინელი შეხვედრის შემდეგ მოსწყდა პირველ გუნდს და სათადარიგო სკამზე დაიმკვიდრა ადგილი... როგორც ცნობილია, იმ დასანანი მატჩის დასრულებისას გუტისა და პელეგრინის კონფლიქტი მოსვლიათ, რის შემდეგაც მანუმ ძირითად შემადგენლობის მიღმა მიუჩინა ადგილი გუტიერესს. თითქოსდა დაკარგა ცნობილი ალღო ელ კაპიტანომაც, იმდენად ძლიერი ვეღარაა შეტევაში, როგორიც ადრე გვხასოვს. მას მაქსიმუმ 20 წუთი უწევს მოედანზე ყოფნა...
სულიერი ლიდერი შემადგენლობის მიღმა
მანუმ გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა, რადგან სეზონის დასაწყისში გუნდი არ გახლდათ სათანადოდ შეთამაშებული... აქედან გამომდინარე ხშირი იყო ფეხბურთელების როტაცია, სწორედ ამ ექსპერიმენტებს შეეწირა რაულიც... მას შემდეგ რაც ჩილელმა აღმოაჩინა იგუაინი–ბენზემას შესანიშნავი წყვილი, ელ კაპიტანო შემადგენლობიდან ამოვარდა. რაულმა გუნდის კაპიტნობა კიდევ ერთ ლეგენდარულ მადრიდისტას–იკერ კასილასს გადააბარა. ახლა უკვე კასო უდგას სამეფო კლუბს სათავეში...

"თეთრებში" გამოჩნდა ახალი ტალანტი მარსელო და სილვა ჟუნიორი, რომელმაც სეზონი არადამჯერებლად დაიწყო. გავიხსენოთ "სევილიასთან" ჩატარებული საშინელი შეხვედრა, მაგრამ მანუ მაინც არ მოეშვა მარსელოს და ჯიუტად აყენებდა ძირითად შემადგენლობაში... ამან შედეგიც გამოიღო, დღეს ეს ბრაზილიელი შეტევის ხაზში შესანიშნავ დამრტყმელად ითვლება, მან ეს "მესტალიეაზეც" დიდებულად დაამტკიცა, ასევე კარგი შეხვედრა ჩაატარა "ალმერიასთან", ბრწყინვალედ ითამაშა "ხეტაფეს" წინააღმდეგ... სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ როგორც იქნა გადაჭრა საკითხი და ძირითადი შემადგენლობა ახალგაზრდა ნიჭიერ ახალგაზრდებს დაუთმო.

რაული კი მუდმივად დარჩება ჩვენს გულებში... ის ყოველთვის ვერ ითამაშებს, მაგრამ ელ კაპიტანო არის და იქნება ჩვენი პრინცი!!!


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 6 იანვარი 2010
  • 2963
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)