ყოველივე ეს "იყო", მთავარია "რა იქნება"

იმისთვის, რომ ვისწავლოთ გამარჯვება, აუცილებელია მარცხიც ვიწნიოთ.


უდიდესი მოლოდინი რაღაც დიდებულისა. იმედით აღსავსე გამომეტყველება სახეზე. რწმენა და შიში... ახლაც კი თვალწინ მიდგას ის ემოცია, რომელიც პირველ გოლს მოჰყვა. მაშინ მეგონა, რომ კიდევ ერთხელ, ფინალში სწორედ ჩვენ ვითამაშებდით. მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო შარშანდელი ტრიუმფი განმეორებულიყო და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ზედიზედ მეორედ მოგვეგონა თასთა თასი!

სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც გვსურდა. ძალიან კარგად მესმის, თუ რას გრძნობდა თითოეული თქვენგანი მატჩის შემდეგ. ვიცი, თუ როგორი უკმაყოფილონი იყავით და ახლაც ხართ იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებმაც ასეთი დიდი შანსი არ გამოიყენეს. მაგრამ მოდით თვალი გავუსწოროთ რეალობას. იყო თუ არა "რეალი" მოედანზე იმ მოტივაციით გამოსული, როგორც შარშან "ბაიერნთან" ? როგორც "ატლეტიკოსთან" ფინალში ? ახლაც თვალწინ მიდგას ის შტურმი, რომელიც "თეთრებმა" თანაქალაქელებს მოუწყვეს. შტურმი, რომელმაც შედეგი გამოიღო და მოგვცა საშუალება კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა მსოფლიოსთვის ვინ ვიყავით.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე ვერ დავინახე ჩემს საყვარელ კლუბში ის სულისკვეთება, რომელიც ფინალში თამაშს იმსახურებდა. ვიცი, არც ერთ ჩვენგანს არ ნდომია ისე მოგება, როგორც "რეალის" თითოეულ ფეხბურთელს. მაგრამ სად იყო რწმენა? სად იყო იმედი? სამწუხაროდ, ვერც ერთი ფეხბურთელის მზერაში ვერ შევამჩნევდით იმ გამომეტყველებას, რომელიც გვანიშნებდა "ყველაფერი კარგად იქნება".

გუშინ, ნახევარფინალში ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, დავმარცხდით მორალურად. "იუვენტუსმა" გვაჯობა მონდომებითა და მოტივაციით. მათ დიდებული მატჩი ჩაატარეს და სრულიად დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური.

წარმოიდგინეთ, რაოდენ ბედნიერნი ვიყავით შარშან, როდესაც ამდენი წლის შემდეგ ფინალში თამაშის საშუალება მოგვეცა. ზუსტად იმავეს გრძნობდნენ გუშინ "ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მათი, ამიტომ ღირსეულ ფინალისტებს წარმატებას ვუსურვებთ.

რაც შეეხება "რეალს" ჩემო მეგობრებო, არასდროს დაკარგოთ რწმენა, რომ ჩვენ დავბრუნდებით! დავბრუნდებით მეტი ენერგიითა და ძალით! ზოგადად ასეა, რაღაც ძალიან კარგს, ყოველთვის მოსდევს რაღაც ძალიან ცუდი. ჩვენ მოვიგეთ ესპანეთის თასი, ლიგა, სუპერთასი, საკლუბო მუნდიალი და ამის შემდეგდაიწყო ჩვენი "დაღმავალი პერიოდი", რომელსაც აუცილებლად მოსდევს "აღმავლობის ხანა."

მომავალ სეზონში შევხვდებით. "რეალი" კვლავ დაბრუნდება და დაამტკიცებს, ვინ იყო და ვინ არის. ჰალა მადრიდ! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)