ემოციების პიკი

დღევანდელი დღე ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთულია თითოეული მადრიდისტასთვის.


გუშინ დღიდან მოოყოლებული "რეალის" ჰიმნს ბოლო ხმაზე ვუსმენ და ვფიქრობ, თუ როგორ შემიძლია ასეთი მომატებული და არანორმალური გრძნობებისგან დავიცალო, რომელიც გამუდმებით ედება სხეულს და ექსტრემალურ შეგრძნებებს მგვრის.

ბევრი ფიქრის და გამაყრუებელი ჰიმნის ფონზე, გადავწყვიტე რაიმე მოკლე შინაარსის სტატია დამეწერა, რომელიც თითოეულ მადრიდისტას ჩასწვდებოდა და გულს აუფრიალბდა, ისე როგორც დღეს "ბერნაბეუს" თეთრი პუბლიკა ააფრიალებს თეთრ დრშოებს და საკუთარ გუნდს - გულს და სულს მიუძღვნის.

ერთი წლის წინ მადრიდელმა ფეხბურთელებმა, შეძლეს და უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგეს, ინჩადას კი ნანატრი "ლა დესიმა" აჩუქეს. დღეს "რეალს" კვლავ აქვს შანსი ,შეცვალოს ისტორია და ზედიზედ მეორედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგის თასი, რომელიც არავის არასოდეს მოუგია ზედიზედ.

დღევანდელ თამაშს მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიადევნებენ თვალს, ეკრანს მილიონობით ადამიანი მიეჯაჭვება, რათა კიდევ ერთხელ დატკბნენ თანამედროვე "თეთრი ბალეტით", რომელმაც დაიპყრო საფეხბურთო სამყარო და ხალხს გული მადრიდული ფერებით აუძგერა. მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარი იმ ბედნიერი 80 000 კაცის არსებობაა, რომელიც დღეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეიკრიბება და გულმხურვალედ დაუჭერს მხარს მადრიდულ გრანდს.

"ბლანკოსის" ინჩადას არ შეეშლება და არც არასოდეს შეშლია საყვარელი გუნდის გამხნევება და მხარში დგომა. დღეს როგორც სტადიონზე, ასევე სტადიონის მისადგომებთან სულისშემძვრელი ატმოსფერო დაისადგურებს. თითოეული ქომაგი გამოვა ქუჩაში და გუნდს აგრძნობინებს თუ ვინ და რა დგას კლუბის უკან, აგრძნობინებს მხარდაჭერას და იმ უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც მათ მიმართ გააჩნიათ, მაგრამ მთავარი ეპიცენტრი მაინც ბერნაბეუს ტრიბუნები იქნება, საიდანაც მთლიანი მატჩის განმავლობაში არ შეწყდება "Hala Madrid Y Nada Más" ხოლო პუბლიკა აგრძნობინებს გუნდს თუ რაოდენ დიდია მათი პატივისცემა და თავგანწირვა "ბლანკოსის" დროშის მიმართ.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დავსხდეთ ტელევიზორებთან და დაძაბულებმა ვუყუროთ საკუთარი გუნდის თამაშს და მთელი არსებით შევიგრძნოთ ის ემოციები, რომელიც თითოეული ჰაილაითის დროს დაგვეუფლება.

ბოლოს კი ჩემი თხოვნა იქნება უბრალოდ აუწიოთ დინამიკებს და დატკბეთ ვიდეოთი, რომელსაც დილიდან შეუჩერებლად ვუსმენ და მეზობლების რისხვაც დავიმსახურე.



ემოციების პიკი



dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)