დელ პიერო:„რონალდუ და ბეილი? მე მახსოვს ბექჰემი, ზიზუ, კიჭა და სხვები“

ალესანდრო დელ პიერომ „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ კარს მომდგარ შეხვედრაზე ისაუბრა...


„ტურინის იუვენტუსი არნახულ პროგრესს აჩვენებს, კლუბი ვითარდება რაზეც ნახევარფინალში გასვლა და მადრიდის „რეალის“ დამარცხებაც მიუთითებს. ფეხბურთელებმა საშინაო არენაზე შესანიშნავად ითამაშეს.“

„ქვედა ლიგაში გადასვლის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ „შავ-თეთრებს“ მინიმუმ 10 წელი დასჭრიდებოდათ მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასულიყვნენ, მაგრამ რას ვხედავთ? ალეგრის გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალშია და ფინალში გასვლის დიდი შანსი აქვს.“

„ახლა სხვა ფეხბურთელები გრიმიტობენ. ტურინელთა კონკურენტები იქნებიან ბეილი, რონალდუ, ბენზემა და სხვები. ჩემ დროს „რეალში“ ბექჰემი, ზიდანი, ფიგუ, რონალდო და სხვანი თამაშობდნენ. ჩვენი დროის ფეხბურთი ძალიან მიყვარდა.“

„სამეფო კლუბს არაერთი ლეგენდა ჰყავს. ბუტრაგენიო, სანჩისი, ჩენდო, კამაჩო, უგო სანჩესი და სხვები. მათ ტელევიზიის საშუალებით ვუყურებდი და დიდ სიამოვნებას ვიღებდი.“

„2008 წელს სამეფო კლუბის გულშემატკივრებმა ოვაციით გამაცილეს „ბერნაბეუდან“, თანაც იმ ფონზე, როდესაც ვიმარჯვებდით. ეს იყო უდიდესი პატივისცემას, რომელსაც არასდროს დავივიწყებ.“

„სანტიაგო „ბერნაბეუზე“ შექმნილი ატმოსფერო ყოველთვის განსაკუთრებულია. „რეალს“ შესანიშნავადი ქომაგები ჰყავს.“

„თუ ფეხბურთელებს სურთ, რომ საკუთარი თავები ისტორიაში ჩაწერონ, სანტიაგო „ბერნაბეუზე“ უნდა გაიმარჯვონ, იქ წარმატებას სულ სხვა ემოცია აქვს.“

„ანჩელოტუს ჯერ კიდევ „იუვენტუსში“ მუშაობის დროიდან ვიცნობ. ის არის ინტელიგენტი მწვრთნელი, რომელსაც ნებისმიერი გუნდის დამარცხება და ნებისმიერი ტიტულის მოგება შეუძლია. ის არის შეუვალი და ყოველთვის აღწევს წარმატებას. დაბალანსებული და სანახაობრივი ფეხბურთი კარლოს ელფერია.მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მოთამაშეები ყოველთვის გრძნობენ, თუ ვინ არის მათი ბოსი.“

„ისკო გენიალური ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, მას კიდევ არ გამოუმჟღავნებია საკუთარი შესაძლებლობების 100%. ფორმის პიკში მყოფი ალარკონი, ძალიან სახიფათო იქნება. ამას კარლო კარგად ხვდება.“

„კრიშტიანოს და მესის ვერ შევადარებ. ეს იგივეა, რაც ფედერერის და ნადალის ჯახი. აქ მხოლოდ გემოვნებაზეა საუბარია.“

“ჩაბი ალონსოს წასვლის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა დასუსტდებოდა, მაგრამ ლუკა მოდრიჩმა და ტონი კროოსმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს.“

„ტურინის „იუვენტუსისთვის“ პირლო ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლავთ. გამოცდილება თავისას შვება.“

„პოგბა? პოლს უდიდესი მომავალი აქვს. მისი ფიზიკური მონაცემები თავისუფლად გაუტოლდება NBA-ს კალათბურთელთა მონაცემებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 13 მაი 2015
  • 5953
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)