ხამესი: „იკერი პატივისცემას იმსახურებს“

ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი თამაშის წინ, კარლო ანჩელოტისთან ერთად, ხამეს როდრიგესიც გამოცხადდა პრესკონფერენციაზე.


„საწყისი წუთებიდანვე ინტენსიურ ფეხბურთზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.ჩვენი მოწინააღმდეგე დაცვაში იქნება გამაგრებული და მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოვახდინოთ მათზე.მეტად მნიშვნელოვანი იქნება სწრაფი გოლის გატანა.ასეთ შემთხვევაში, „იუვენტუსი“ უფრო ბევრ სივრცეს დაგვიტოვებს.“

„რა თქმა უნდა, მოთმინებით უნდა მივუდგეთ საქმეს.იტალიური დაცვის გარღვევა ადვილი როდი იქნება, მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამას შეძლებენ.“

„მეტად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე ვდგავართ.ფეხბურთელებმა მაქსიმალური ერთიანობითა და კოცენტრაციით უნდა გამოვიჩინოთ თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა.ბეილი ნიშანდობლივია ფეხბურთელია.ყველას სურს მის გვერდით თამაში.“

„ნებისმიერ პოზიციაზე მაქსიმალური ძალისხმევითა და მონდომებით ვიასპარეზებ.“

„გულშემატკივრებმა მეთორმეტე მოთამაშის ფუნქცია უნდა შეითვისონ.ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მხურვალი მხარდაჭერას მივიღებთ მათგან.“

„იკერი ჩვენი კაპიტანია.მან ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია „რეალთან“ ერთად და პატივისცემას იმსახურებს.“

„ტევესი და ვიდალი „იუვეს“ მნიშვნელოვანი წევრები არიან, თუმცა მათ გარდა, კიდევ არა ერთი სახიფათო ფეხბურთელი ჰყავს ალეგრის.“

„ჩემი, ისევე როგორც მადრიდული სამყაროს, სურვილია ფინალში გასვლა.“

„სიმართლე გითხრათ, როდესაც მოედანზე ჩართული ხარ მატჩის მიმდინარეობაში, ნაკლებად გესმის პუბლიკის რეპლიკები, მაგრამ თუ კონკრეტულ ფეხბურთელს დაუსტვინეს, გამოდის, რომ ყველას დაგვისტვინეს.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)