კარვახალი: „„ბერნაბეუ“ მეთორმეტე მოთამაშე იქნება „იუვეს“ წინააღმდეგ“

დანიელ კარვახალმა Bwin-თან ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ დაპირისპირებაზე.


„ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განმეორებით ორთაბრძოლას.გონებით და მოთმინებით უნდა მივუდგეთ გუნდის წინაშე მდგარ ამოცანას.თამაში 90 წუთის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პერიოდი კოშმარად იქცეს მეტოქესთვის.“

„ოთხშაბათს, ადგილობრივი გულშემატკივრებისგან მხარდაჭერა არ მოგვაკლდება.ჩვენ 12 ფეხბურთელით დავუპირისპირდებით ტურინელებს.“

„ნამდვილად გახარებული ვარ, რომ მეგობრის წინააღმდეგ მიწევს ასპარეზობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.მორატა სახიფათო მოთამაშეა და ყურადღებით უნდა ვიყოთ.“

„სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაში არ გაგვიმართლა.„იუვენტუსმა“ ჩვენი შეცდომების წყალობით მოახერხა ორივე გოლის გატანა.ვფიქრობ, სიმშვიდით და მოთმინებით თუ გამოვიჩენთ თავს, აუცილებლად გავალთ ფინალში.“

„ამ მომენტისათვის, ხამესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა შემადგენლობაში.ის შთამბეჭდავი თამაშით გამოირჩევა, რაც ნამდვილად თვალშისაცემია.„რეალის“ თითოეული წევრი მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჩვენ დაგვრჩეს ბერლინის საგზური.“

„ბენზემა ფანტასტიკური ფეხბურთელია.მიუხედავად თავისი პოზიციისა, კარიმი ძალიან დიდ დახმარებას უწევს გუნდს.ვიმედოვნებ, რომ მომავალ მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.“

„დიახ, ჩემი აზრით, კრიშტიანუ საუკეთესოა მსოფლიოში.“

„პენალტების სერიაზე რომ მიდგეს საქმე, უპრობლემოდ მივალ ბურთთან.ასეთ დროს, სიმამაცე უნდა გამოიჩინოს ფეხბურთელმა.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (67)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)