ბრძოლას ვეთიშებით, დამნაშავე კი კვლავაც ერთია

გუშინდელ ფრესთან (ჩვენთვის კი მარცხთან) დაკავშირებით, არაერთი აზრი გამოითქვა, მათ შორის იყო საკმაოდ გამაღიზიანებელიც.


ის, რაც გუშინ სანტიაგო ბერნაბეუზე მოხდა, უმრავლესობითვის ძალზედ სასიამოვნო, ჩვენთვის კი, ალბათ, შოკისმომგვრელი იყო. "2–2" "ღამურებთან" ტიტულისთვის ბრძოლიდან გამოთიშვის ტოლფასი იყო. მართალია, ძალიან საწყენია, რომ ესპანეთის ტიტულს ვეუფლებით არა ჩვენ, არამედ ჩვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე– კატალონიის "ბარსელონა", მაგრამ მხოლოდ ამ ტიტულით ხომ არ განისაზღვრება კლუბის მომავალი?

ვეძებთ დამნაშავეს და მას ვპოულობთ ვისში, თუ არა იკერ კასილასში! ასეთი რა დააშავა ამ ფეხბურთელმა, რომ ვერადავერ მოიგო ჩვენი გულები? ვიგებთ– გვიხარია, ვაქებთ გუნდს, მარცხის შემთხვევაში კი ყველაფერი იკერს ატყდება თავს. რატომ ხდება ეს ყველაფერი?

ტრავმა.
მოურინიოს მიერ არჩევანის დიეგო ლოპესზე შეჩერება.
"ატლეტიკოსთან" დაშვებული შეცდომა, რომელიც გამოასწორდა
წარუმატებელი ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატზე.

ეს ის ჩამონათვალია, რის გამოც იკერ კასილასი, სამწუხაროდ, აღარ უყვართ. ახლა კი გავიხსენოთ ის, რაც მან ჩვენი საყვარელი კლუბისთვისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთა. დამიჯერეთ, ამ ყველაფრის ჩამოსათვლელად ჩემი ერთი ჩვეულებრივი სტატია საკმარისი არ იქნება. სიმართლე გითხრათ, ვერც სიტყვებით შევძლებ მისი დადებითი მხარეებისა და ღვაწლის გადმოცემას.

წლებია "რეალშია" და დაუზოგავად შრომობს ჩვენი გუნდისთვის. ყოველთვის ცდილობს, გუნდს გვერდში დაუდგეს, როგორც კარგ, ასევე ცუდ მომენტებშიც. არასდროს გაუკეთებია ისეთი რამ, რის გამოც მისი გუნდში ყოფნა მინანია, პირიქით, მუდამ ვამაყობდი, რომ სწორედ "რეალს" ხვდა წილად ჰყოლოდა ისეთი დიდებული კაპიტანი, როგორიც ჩვენი იკერ კასილასია!

ძალიან ცოტა დრო რჩება. მალე ის წავა .. და ალაბთ სწორედ მაშინ მივხვდებით, თუ ვინ იყო ის გუნდისთის .. ვინანებთ, რომ სათანადოდ არ დავაფასეთ! ვინანებთ, რომ ვერ ვაგრძნობინეთ სიყვარული, რომლითაც, თურმე, თითოეული მადრიდისტას გულია სავსე.

პირადად ჩემთვის, იკერი გუნდის სიმბოლოა. ვერასდროს გადმოვცემ სიტყვებით იმას, თუ რაოდენ მადლობელი ვარ მისი, რომ ჯერ კიდევ პატარა გოგონას მასწავლა ფეხბურთისა და "რეალის" სიყვარული'. ვერასდროს ავხსნი იმას, თუ როგორი ბედნიერი იყო თითოეული წუთი, რომელიც მან "თეთრების" გვერდით გაატარა ..

დამნაშავე არის გუნდი და არა იკერ კასილასი! მისთვის მხოლოდ მადლობის თქმის უფლება გვაქვს .. ჩვენგან მხოლოდ სიყვარულისა და პატივისცემის ღირსია .. დაფიქრდით, იქნებ თქვენთვისაც ასეა.

ეს ვიდეო კი ცოტატი მაინც მიახლოებულია ჩემს სათქმელთან ..

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)