ანჩელოტი: „ასეთი თამაშით ბერლინის საგზურს მოვიპოვებთ“

კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ თამაში შეაფასა.


„მიუხედავად ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგისა, ფეხბურთელებმა დიდებული თამაში ჩაატარეს.ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით მეტოქის კართან და რაც მთავარია, მსაჯის საფინალო სასტვენამდე უშეღავათოდ ვიბრძოდით.ვფიქრობ, ჩემი შეგირდები მოგებას იმსახურებდნენ.ვიმედოვნებ, ოთხშაბათს ყველაფერი გამოგვივა.“

„ფეხბურთელებმა სათანადო რეაქცია გამოავლინეს გაშვებულ გოლებზე, ისინი გუნდირი თამაში ცდილობდნენ მოწინააღმდეგის დაჯაბვნას.საერთო ჯამში, 2 შედეგიანი დარტყმა განვახორციელეთ, ტაიმის მიწურულს პენალტი გავაცუდეთ და მანამდე, ხარიხამ და ძელმა იხსნა „ვალენსიას“ კარი.სამწუხაროდ, ყოველთვის ისე არ ვითარდება მოვლენები, როგორც გვინდა.“

„ჩვენთვის ძალიან გართულად სიტუაცია პრიმერა დივიზიონში, თუმცა დარჩენილ მატჩებში გამარჯვებისთვის ვიასპარეზებთ.“

„ვგონებ, ყველა გაკვირვებულია შედეგით, რამეთუ მეტს ვიმსახურებდით.მოთამაშეები თავდაჯერებულნი მოქმედებდნენ მწვანე მინდორზე.მათ ყველაფერი გაიღეს და იციან, რომ ასეთი თავგანწირული ბურთაობით, აუცილებლად მოვიპოვებთ ბერლინის საგზურს.“

„კროოსმა დარტყმა მიიღო და სამედიცინო შემოწმების შემდეგ გვეცოდინება ტრავმის სერიოზულობა.რაც შეეხება ბენზემას, მასაც გარკვეული პრობლემები შეექმნა.ვიმედოვნებ, ორივე მწყობრში ჩადგება ლიგის მატჩისათვიის.“

„კასილიასმაც ისეთივე კარგი შეხვედრა ჩაატარა, როგორც მთლიანად გუნდმა.“

„პატარ-პატარა შეცდომების გამო დავისაჯეთ.პირველი გოლი სწრაფად გავუშვით, ხოლო მეორეს დროს, არადამაჯრებლად ვიასპარეზეთ.“

„ვარანს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა ღამით და ამიტომ დაისვენა.“

„აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ შეცდომები და მშვიდად გამოვიდეთ მოედანზე ტურინელების წინააღმდეგ.ფეხბურთელები ორმაგი მოტივაციით გააგორებენ ბურთს.“

„განაპირა მცველების შეცვლით, შეტევა გავაძლიერე.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (109)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)