ანჩელოტი: „საჭიროების შემთხვევაში, რამოსი კვლავ დადგება ცენტრში“

პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურის წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„ჩვენ ინტენსიური ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ გუნდს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის იბრძვის.ამ მომენტისათვისა საერთოდ არ ვფირობთ „იუვნეტუსზე.“ „ღამურებთან“ საუკეთესო თერთმეტეულს გამოვიყვან მწვანე მინდორზე.“

„ჩემი შეგირდები თავდაჯერებულნი არიან.მეტად მნიშვნელოვანი პაექრობის ჩატარება გვიწევს, თუმცა გაგვიმართლა, რომ მეტოქეს საკუთარ მოედანზე ვუმასპინძლებთ.პირველი წრის შეხვედრაში, ვალენსიელებმა დიდი პრობლემები შეგვიქმნეს.3 ქულის მოსაპოვებლად, თავდაუზოგავი ბრძოლა და ძლიერი მხარეების გამოყენებაა საჭირო.“

„თამაშამდე 4 დღიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა.მოთამაშეებმა დასვენება მოასწრეს და შესაბამისად, შემადგენლობის გადახალისების საკითხი არ დგას დღის წესრიგში.“

„ვგონებ, ტურინში უკეთესადაც შეგვეძლო ბურთაობა.როდესაც ყოველ 3 დღეში გიწევს თამაშის ჩატარება, რა თქმა უნდა, რთულია მაქსიმალური ინტენსიურობით თამაში.“

„სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს კონკრეტული ფეხბურთელების სტატისტიკა.ბეილმა ისეთივე ფეხბურთი ითამაშა იტალიაში, როგორიც მთლიანად გუნდმა.მასთან დამატებით არ მისაუბრია, რამეთი ამის საჭიროება არ არის.ვიმედოვნებ, ბეილიც და „რეალიც“ ძალიანს წრაფ ტემპში, ჩვეულად იასპარეზებენ.“

„ბენზემამ სრულად მოიშუშა ტრავმა და „ვალენსიას“ წინააღმდეგ მონაწილეობს მიიღებს.ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, საწყისი წუთებიდან ჩაერთვება საქმეში, თუ მეორე ნახევარში გამოვა.“

„რამოსი ნდობით აღჭურვილი ფეხბურთელია.მას სხვადასხვა პოზიციებზე ძალუძს თამაში.საჭიროების შემთხვევაში, ის კვლავ დადგება მოედნის ცენტრში.“

„ხედირას მარჯვენა ფეხის ტრავმა აწუხებდა და ჯერ კიდევ არ გაოჯანმრთელებულა.“

„იმედია, ყველაფერს გააკეთებენ მხარეები, რათა პრიმერა დივიზიონის დროულად დასრულებას საფრთხე არ შეექმნას.“

„რა თქმა უნდა, ვუყურე „ბარსელონასა“ და „ბაიერნის“ მატჩს.კატალონიელებმა კარგად იასპარეზეს.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)