იუვეს ვარსკვლავი მორატა - ის ვინც რეალს აკლდა

ტურინის იუვენტუსმა გუშინ სამეფო კლუბთან დაპირისპირებაში გამარჯვება იზეიმა, ყველაზე მეტად იტალიელთა შემადგენლობიდან ჩანდა არა პირლო, ტევესი ან ვიდალი, არამედ ალვარო მორატა, რომელიც დღეს იუვენტუსის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, ვარსკვლავად რომელიც ბებერმა ქალბატონმა მადრიდის რეალის აკადემიიდან მოწყვიტა.


ბლანკოსის შემადგენლობა ერთი შეხედვით ბრწყინვალედ არის დაკომპლექტებული და გაძლიერებას არ საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ ორი საკვანძო ფეხბურთელი მოდრიჩი და ბენზემა აკლდა გუნდს, ფურცელზე ისინი მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ. რეალურად კი მათ შეტევებს სიმწვავე აკლდა და ერთადერთი ვისაც შეეძლო დანაკლისის შევსება დღეს იუვენტუსში თამაშობს, ეს არის ალვარო მორატა. ფეხბურთელი, რომელმაც გუშინდელ მატჩში მხოლოდ 78 წუთი ითამაშა და ყველაზე გამორჩეული იყო. მისი ბრძოლისუნარიანობის შედეგია, რომ დაწინაურდა ბებერი ქალბატონი, ის ყველა ბურთისათვის იბრძოდა და ხშირ შემთხვევაში ორთაბრძოლებიდან გამარჯვებული გამოდიოდა. სამეფო კლუბს ტიპიური 9 ნომერი აკლდა მოედანზე.

სამეფო კლუბში ფაქტიურად ერთი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ირიცხება, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ ტრავმის გამო უქმობა უწევს. ნომინალურად კიდევ ერთი ცხრიანი ჰყავს რეალს, ჩავიერ ერნანდესი, იგივე "ჩიჩარიტო", რომელსაც ანჩელოტი მაინცდამაინც არ ენდობა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ სამ შეხვედრაში მექსიკელმა 3 გოლი გაიტანა, ის არ არის იმ კვალიფიკაციის თავდამსხმელი, ვინც მადრიდის რეალს სჭირდება. შესაბამისად გასაკვირი არც არის მისი სათამაშო დროის სიმწირე. მეტოქეთა ბანაკში კი ირიცხება ფეხბურთელი, რომელზეც რეალმა 2014 წლის ზაფხულში 20 მილიონად დაუთმო ბებერ ქალბატონს (გამოსყიდვის უფლებით), რომელიც არათუ ბენზემას პირდაპირი შემცვლელი, არამედ მისი კონკურენტიც შეიძლება ყოფილიყო ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად.

მორატამ არა მხოლოდ პირველი გოლი გაიტანა, არამედ როგორც იტალიელები იტყვიან ჩამოყალიბებული პრიმა პუნტასავით (კლასიკური ცენტრ-ფორვარდი) იასპარეზა. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ალვარომ არ იზეიმა რეალის კარის დალაშქვრა, ამით ხაზი გაუსვა მის პატივისცემას ყოფილი კლუბისადმი. მატჩის დასრულების შემდეგ კი TVE-სთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"არასოდეს მითქვამს ცუდი რამ მადრიდის რეალზე. ზოგ ადამიანს ყველაფერი არასწორად ესმის. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რეალის კარში გოლს არასოდეს აღვნიშნავ, რადგან ყოველთვის მსურს ბლანკოსის მოგება, როდესაც მათ წინააღმდეგ არ ვთამაშობ. ამ მომენტისათვის ბედნიერი ვარ იუვენტუსში, ამისათვის მადლობას ვუხდი მწვრთნელსა და თანაგუნდელებს."

სამეფო კლუბს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი კვლავ აქვს, მაგრამ უფრო დიდი ყურადღებით უნდა ითმაშაშონ დაცვაში, შეუზღუდონ მორატასა და ტევესს სივრცეები. ამასთან ერთად გუნდს სავარაუდოდ დაუბრუნდება ბენზემა, რომელიც უფრო მეტად მწვავეს გახდის თეთრების შეტევებს.

იუვენტუსმა პატივი უნდა მიაგოს ალვარო მორატას, რომელიც შეუდარებელი იყო. მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა კი ალბათ უკვე ნანობს კანტერანოს კლუბიდან გაშვებას და იმაზე ფიქრობენ, რომ ზაფხულში კვლავ მოარგონ თეთრი მაისური.

აქვე გთავაზობთ ალვარო მორატას სტატისტიკას:


ალვარო მორატას სტატისტიკა რეალის წინააღმდეგ
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (19)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)