ანჩელოტი: „საიმედოდ უნდა ვითამაშოთ დაცვაში“

ტურინის „იუვნესთან“ დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„რა თქმა უნდა, უკვე ჩამოვწერე სასტარტო თერთმეტეული, თუმცა მატჩამდე ვერ გაგანდობთ.“

„„იუვენტუსი“ და „ატლეტიკო“ მეტად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.ტურინილებს ძალიან მოსწონთ ბურთის ფლობა, რასაც ვეტყვი ვიტყი მადრიდელებზე.შესაბამისად, განვლილსა და მომავალ თამაშებს შორის პარალელის გავლება არასწორად მიმაჩნია.“

„ბოლო წლებში „იუვე“ წარმატებით ასპარეზობს სერია ა-ში.მათ განვლილ უქმეებზე მორიგი ჩემპიონობა იზეიმს.ცხადია, აღნიშნული ფაქტი თავდაჯერებას შემატებს კოლექტივს.“

„ჩვენი ამოცანაა, რომ იმაზე უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე შეგვიძლია.აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ საუკეთესო თვისებები.რასაკვირველია, „რეალი“ შეტევაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა, ამასთანავე, საიმედოობა გვმართებს დაცვაში.“

„3 ცენტრალური მცველით თამაში? უარს ვაცხადებ ასეთ ტაქტიკაზე.ეს მხოლოდ „სელტასა“ და „სევილიასთან“ პაექრობების ბოლო წუთებზე გამოვიყენეთ.“

„კონკრეტული ფეხბურთელის არყოფნა ვერაფერს დაგვაკლებს.მთავარია, ბურთზე დავამყაროთ კონტროლი და მუდამ მოქმედებაში ვიყოთ.“

„შესაძლებელია, რამოსი კვლავ ვიხილოთ მოედნის ცენტრში.“

„ტურინელებს ყოველთვის კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდათ.არც ისე ადვილია ამ ქალაქში გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ.ჩვენ ტიტულის დაცვა გვსურს.“

„გუნდის წარმატებაში ჩიჩარიტოსაც მიუძღვის დიდი წვლილი.ის მზადყოფნაში აღმოჩნდა, როდესაც მისი დახმარება დაგვჭირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.ვერ გეტყვით, საწყისი წუთებიდან იასპარეზეს ხვალინდელ მატჩში, თუ სათადარიგოზე დარჩება.“

„„იუვენტუსში“ 2 წლის განმავლობაში ვიმუშავე და კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც კლუბთან, ასევე გულშემატკივრებთან.“

„ვფიქრობ, „რეალი“ დამაკმაყოფილებელი კონდიციებით ხვდება სეზონის მნიშვნელოვან ეტაპს.ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მოწოდების სიმაღლეზე ვართ.მიუხედავად დანაკლისისა, ბოლომდე ორივე ტურნირისათვის.“

„პირლო ფანტასტიკური ფეხბურთელია.ის მამად მთვლის? მე მას ძმად.“

„ბეილმა სრულად მოიშუშა ტრავმა.მას „სევილიასთან“ მივეცი 30 წუთი და უპრობლემოდ იასპარეზა.“

„„იუვეს“ უპრობლემოდ შეუძლია, როგორც 3, ასევე 4 მცველით თამაში.ჯერ არ ვიცით, როგორ წყობას აირჩევენ მომდევნო მატჩში, თუმცა „რეალმა“ თავის სტილს არ უნდა უღალატოს.“

„კრიშტიანუ ძალიან კარგ ფორმაშია, რაც წინა შაბათსაც დამტკიცდა.“

„ტურინელებს კარგი შემადგენლობას ჰყავთ.ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, როგორც მორატას, ასევე სხვა ფეხბურთელების მიმართ.შემდეგი ეტაპის საგზურის ბედს მხოლოდ ერთი მოთამაშე ვერ გადაწყვეტს.“

„რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდებით ბერლინში თამაშს.“

„პატივისცემითა და სერიოზულობით უნდა მივუდგეთ მეტოქეს.მართალია, „იუვენტუსი“ სიურპრიზია ოთხეულში, თუმცა ისინი დამსახურებულად მოვიდნენ აქამდე.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)