ანჩელოტი:"ჩემი მომავალი უკვე გადაწყვეტილია"

კარლო ანჩელოტიმ CNN-თან ვრცელი და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...


"მაისის თვე ყოველთვის დაძაბულია, მითუმეტეს მაშინ, თუ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხარ გასული. ამ შემთხვევაში რამდენიმე ფრონტზე გიწევს ბრძოლა, რაც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, ასევე საჭიროა მყარი ნერვები და გადაწყვეტილების აუჩქარებლად მიღება, ვინაიდან თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა აქვს. ზეწოლა თავისთავად დიდია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ფეხბურთელებს საკუთარი საქმის კეთების საშუალება მივცე და კარგ შედეგს მივაღწიო."

"გუნდში არსებულ სიტუციას ყოველთვის ვაკონტროლებ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ფეხბურთელებთან კომუნიკაბელური ვიყო და გარკვეული თავისუფლება მივცე. რაღაც მომენტებში შეგირდები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, რომელსაც მე ვაანალიზებ. არ შეიძლება თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილება, ვინაიდან ყოველთვის მართალი ვერ იქნები."

"შარშან 1/2 ფინალში ფავორიტად "ბაიერნს" ასახელებდნენ, მაგრამ ჩემმა გუნდმა გერმანელებს საკუთარი სტილი შესთავაზა და გაანადგურა. ვფიქრობ, ურთულესი შეხვედრები იყო, მაგრამ სწორმა ტაქტიკურმა მონახაზმა გარდამტეხი როლი ითამაშა. "იუვენტუსს" მძიმე მეტოქეს აღვიქვამ. ექსპერტები რას ფიქრობენ არ მაინტერესებს, "რეალი" ფავორიტია? შარშან მიუნხელები იყვნენ ფავორიტები, მაგრამ ლიგა "ბლანკოსმა" მოიგო. ტურინელებს ისე უნდა ვეთამაშოთ, როგორც ფინალში ვითამაშებდით, ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლები."

"აუცილებლად უნდა აღვნიშნო ხამეს როდრიგესი, რომელმაც ადაპტაცია რეკორდულ დროში გაიარა და ყველას დაუმტკიცა, თუ რა დონის ფეხბურთელია. კოლუმბიელი სრულყოფილების განსახიერება გახლავთ, მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია განთავსება, მობილურობა კი დღევანდელი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია."

"გასულ ზაფხულს გუნდი დატოვეს ანხელ დი მარიამ და ჩაბი ალონსომ. ვფიქრობ, უდიდესი დანაკლისი იყო, მაგრამ ხამესმა და ტონი კროოსმა ყველას დაავიწყეს არგენტინულ-ესპანური დუეტი, ვინაიდან შესანიშნავად ჩაჯდნენ გუნდის მონახაზში."

"ჩიჩარიტო კარგი ფეხბურთელია, ის გუნდს სწორედ მაშინ გამოადგა, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ბევრი თვლის, რომ მექსიკელის მიმართ უსამართლო ვარ, თუმცა ეს ასე არ არის. ხავიერი ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც საკუთარ საქმეს დიდი სიყვარულით აკეთებს."

"კრიშტიანო რონალდუ ფიზიკური თვალსაზრისით შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, პორტუგალიელი კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე იდგება მოწოდების სიმაღლეზე. შვიდიანი მიმდინარე სეზონში 50 გოლიან ნიშნულს აჭარბებს, რაც თავისთავად დიდი შედეგია."

"ვგრძნობ, რომ ჩემი მომავალი გადაწყვეტილია, კლუბთან 1 წლიანი ხელშეკრულება დამრჩა, რომელსაც აუცილებლად შევასრულებ. დიდი სიამოვნებით დავასრულებდი კარიერას "ბლანკოსში", ვინაიდან აქ შესანიშნავი სიტუაციაა. მომწონს ქალაქი, ხალხი, ატმოსფერო და ყველა დეტალი." dle 10.1

  • Hala
  • 4 მაი 2015
  • 14068
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)