კასილიასი: „ანჩელოტიმ ღიმილი დაუბრუნა მადრიდისტებს“

იკერ კასილიასმა La Gazzetta dello Sport-ის კითხვებს უპასუხა.


„ბუფონი ლეგენდარული მეკარეა.ის მაგალითია, როგორც ჩემი, ასევე მომავალი თაობის წარმომადგენლებისათვის.“

„უბრალოდ ფანტასტიკურია პირლოს დამოკიდებულება ბურთისადმი, ანდრეა ჩემპიონი ფეხბურთელია.მისი საფეხბურთო თვისებები ყოველთვის სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს.“

„ანჩელოტიმ ღიმილი დაუბრუნა მადრიდისტებს.მისი წყალობით „რეალმა“ ნანატრი მეათე თასი და და კიდევ 3 სხვა ტურნირი მოიგო.“

„მორატას დიდი მომავალი ექნება, ის სწორი გზით ვითარდება.ვფიქრობ, ალვარო დაიმკვიდრებს ადგილს ეროვნულ ნაკრებში.“

„ლორენტე ძალიან სახიფათოა მეორე სართულზე და მეტოქის საჯარიმოში.“

„„იუვენტუსისა“ და „რეალის“ დაპირისპირება არის კლასიკა.რთულ მატჩს ველოდებით, თუმცა ვეცდებით, რომ სასურველი შედეგი წამოვიღოთ ტურინიდან.“

„არ ვფიქრობ, რომ „ბებერი ქალბატონი“ „ატლეტიკოს“ დარ ფეხბურთს შემოგვთავაზებს.მათ იციან, თუ როგორ წარმოაჩინონ თავი მნიშვნელოვან შეხვედრებში.რა თქმა უნდა, ამ სტადიაზე ნებისმიერი გუნდი სიფრთხილით იასპარეზებს.ძალიან დაძაბული დუელი გველოდება.“

„ვგონებ, ის ფაქტი, რომ „რეალი“ ლა ლიგისთვის იბრძვის, ხოლო „იუვემ“ უკვე გაინაღდა სერია ა, არაფერ კავშირშია მომავალ ორთაბრძოლებთან.ჩვენ სრული სერიოზულობით ვუდგებით ორივე ტურნირს.პრიმერა „ბარსელონას“ ხელშია, ხოლო ლიგაზე პირიქით.“

„მოედნის ცენტრში თამაში რამოსის საქმე არასოდეს ყოფილა, თუმცა სერხიო მყისვე გაიარა ადაპტაცია ახალ პოზიციაზე.სერხიო სოლიდურად ასპარეზობს ნახევარდაცვაშიც.“

„საინტერესო იქნება მეორე წყვილის ბურთაობაც.მათი სათამაშო სტილი იდენტურია.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)