ჩიჩარიტო: „ყველა ვოცნებობთ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე“

სამეფო კლუბის მექსიკელმა თავდამსხმელმა, ჩიჩარიტომ, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა UEFA-სთან.


- შეგიძლია იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც „ატლეტიკოს“ კარში გოლის გატანის შემდეგ განიცადეთ?
- რთულია ამის გადმოცემა.ჩვენ 180 წუთის განმავლობაში ვცდილობდით მეტოქის გატეხვას.„ატლეტიკო“ ძალიან ნაყოფიერად იცავდა თავს, რასაც ობლაკის დიდებული წარმოდგენებიც დაემატა.ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მათი კარის ბადე არასოდეს შეირხეოდა, თუმცა რწმენა არ დაგვიკარგავს.საბედნიეროდ, ბოლო წუთებზე შევძელით გამარჯვება.

- როგორი ატმოსფერო სუფევდა „სანტიაგო ბერნაბეუს“ მისადგომებთან?
- წარმოუდგენელი.გულშემატკივრების მსგავსი ქმედებები ძალიან მოქმედებს ფეხბურთელებზე.ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო, სტადიონზე გაორმაგებული მოტივაციით შვეედი.

- შემდეგი გაჩერება ტურინია.იმსახურებენ ისინი მადრიდელების პატივისცემას?
- ჩვენ ყველას ვცემთ პატივს.ისე ვეპყრობით მათ, თითქოს ჩვენზე დიდ კლუბს ვეთამაშებოდეთ.ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იბრძვის „რეალის“ წინააღმდეგ, რამეთუ არავის უნდა ხელიდან გაუშვას თავის გამოჩენის შანსი.ფეხბურთში ყველაფერი მოედანზე წყდება.

- რას არის „იუვენტუსის“ ძლიერი მხარე?
- ვფიქრობ, „ბებერ ქალბატონს“ დიდებული გუნდი ჰყავს.ტურინელები ყოველთვის კარგად მომზადებული ხვდებიან თამაშებს და ბოლომდე იბრძვიან.მათი ფეხბურთელები ინდივიდუალური ოსტატობითაც გამოირჩევიან.

- რა დატვირთვა ექნება თქვენთვის, „რეალთან“ ერთად ფინალში გასვლას?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ამაზე ყველა ვფიქრობთ.ჩემპიონთა ლიგაზე 5 წლიანი სტაჟი მაქვს და ერთხელ მომიწია ფინალში ასპარეზობა, მაგრამ, სამწუხაროდ, წავაგე.თასის აწევაზე ნებისმიერი ფეხბურთელი ოცნებობს.ამ მომენტისათვის, შემადგენლობა მხოლოდ ნახევარფინალურ პაექრობებზე ვფიქრობთ.ბერლინამდე ჯერ კიდევ შორია.ვიცით, რომ „იუვე“ რთული მეტოქე იქნება და გამარჯვებისათვის ძალისხმევას არ დავიშურებთ.

- რას გრძნობთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს ისმენთ?
- ამ დროს შესანიშნავი გრძნობა მეუფლება.

- რას ნიშნავს თქვენთვის „რეალის“ ღირსების დაცვა?
- ოცნება ამიხდა, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმოვედი.ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო შანსები და სიამოვნება მივიღო.

- ყველაზე მეტად, რამ მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
- დიდებული კლუბია.აქ ყველა პირობაა შექმნილი ფეხბურთელისათვის.რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონესთან გვაქვს საქმე.ფანტასტიკური ინსტიტუტია.ნამდვილად დიდი პატივია „რეალის“ ღირსების დაცვა.

- რას ფიქრობთ, როდესაც რეალურ შანსს ვერ იყენებთ?
- ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია.ცხადია, თუ ერთ გაცუდებულ მომენტს გადაყვები, შენი სიტუაცია გაუარესდება.უმჯობესია, რომ გამოსწორებაზე იზრუნო.თამაში მხოლოდ 90 წუთის განმავლობაში გრძელდება.

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (74)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)