ანჩელოტის თავისი მიზეზები აქვს

კარლო ანჩელოტის დიდი, ტიტულოვანი და საინტერესო კარიერა კვლავ სიახლეების მოლოდინშია.


იტალიელ სპეციალისტს აქვს შანსი ისტორიაში შევიდეს იმ მწვრთნელის სახელით, რომელმაც მადრიდის "რეალში" ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელს მისცა ძირითად გუნდში თამაშის საშუალება.

16 წლის მარტინ ოდეგარი თუ გამოვა მინდორზე სამეფო კლუბის მაისურით, იგი იქნება ყველა დროის ყველაზე პატარა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონათში მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ კარლო ანჩელოტი ყოველთვის აძლევს თავის გამოჩენის შანსს აკადემიის ფეხბურთელებს. ასე მოხდა ნაჩოს შემთხვევაშიც. "პაპა კარლომ" ახალგაზრდა ნიჭიერ მცველს მინდორზე გამოსვლის საშუალება რამდენჯერმე მისცა, მან კი გამოიყენა შანსი და მადრიდის "რეალი" ძირითად გუნდში ადგილი დაიმკვიდრა.

შესაძლოა ნაჩოს ბედი ახლა ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა გაიმეოროს. ანჩელოტი აპირებდა ოდეგარისთვის ერთი შანსის მიცემას, თუმცა "ბლანკოსის" თავკაცის აზრით, ჯერ ამის დრო არ მოსულა. მიუხედავად ამისა მარტინის დებიუტი უახლოეს მომავალში მაინც შედგება.

Marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (105)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)