ხამეს როდრიგესი - სამი ერთში

მადრიდელთა "ათიანის" პირველი დედაქალაქური სეზონი ბრწყინვალედ მიმდინარეობს.


კარლო ანჩელოტის რთული მოთხოვნების მიუხედავად ხამეს როდრიგესმა მაინც მარტივად შეძლო ადაპტაციის გავლა. ფაქტია, რომ ახალწვეულმა იდეალურად მოირგო ნახევარდაცვაში ლიდერის როლი და კლუბს შეტევებში ეხმარება. მას შეუძლია როგორც საგოლე გადაცემების შესრულება, ასევე მეტოქის კარის თავად აღებაც.

იტალიელმა თავკაცმა განაცხადა, რომ როდესაც მის გუნდს დაცვა სჭირდება, ხამესი მუდამ მზად არის. შეტევების ორგანიზების დროს ყველაზე მეტად კოლუმბიელ ფეხბურთელს ენოდბა, რაც შეეხება გოლების გატანას, როდრიგესი ამ შემთხვევაშიც ხშირად ჩნდება ტაბლოზე. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, "10"-იანმა "სამი ერთში" ფუნქციები მოირგო. მიმდინარე სეზონში ხამესმა 16 გოლის გატანა მოახერხა, რაც ბეილთან შედარებით ერთით ნაკლებია, თუმცა უელსელმა ფეხბურთელმა 529 წუთით მეტი ჩაატარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოლუმბიელის ანგარიშზე 13 საგოლე გადაცემაა. საერთო ჯამში, მადრიდელთა 29 გოლში როდრიგესის წვლილი არის შეტანილი. რაც შეეხება დაცვაში თამაშს, აქაც საკმაოდ მაღალია ხამესის კოეფიციენტი.

როდრიგესი საშუალოდ ერთი მატჩის განმავლობაში 22 წუთი ცდილობს მეტოქის იერიშების მოგერიებაში ადეხმაროს თავის გუნდს, რაც ბენზემასთან და ბეილთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებელია.

ხამესი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.07 კილომეტრს დარბის. ამ კომპონენტშიც იგი ერთ-ერთი საუკეთესოა. ტონი კროოსი 9.96 კილომეტრი და გარეთ ბეილი 9.25 კილომეტრი.

Marca.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)