ვარანი: „ძალიან მინდა პოგბასთან დაპირისპირება“

რაფაელმა ვარანმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა ერთ-ერთ ჟურნალთაბ.


„სიმართლეს შეესაბამება ის აფქტი, რომ ამ მომენტისათვის კარგი დინამიკა გვაქვს.მართალია, „ალმერიასთან“ საწყისი 45 წუთი ნაყოფიერად ვერ ჩავატარეთ, მაგრამ მთავარია 3 ქულის მოპოვება და „ბარსელონაზე“ ზეწოლის გაგრძელება.“

„რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაში გამოსვლა და მწვრთნელის ნდობის მოპოვება, მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის.ასეთ პირობებში, უფრო თავდაჯერებით ვმოქმედებ.ფიზიკური კონდიციების მხრივ პრობლემები არ მაქვს.ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო გუნდისათვის.“

„ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სათამაშო წუთის მიღება და შემადგენლობის ნიშანდობლივ ფიგურად ჩამოყალიბება.ამ ყველაფერს, თავდაუზოგავი შრომით უნდა მივაღწიო.ყველამ იცის, რომ სამეფო კლუბის ხარისხიანი ცენტალური მცველების ჰყავს და ეს გამოწვევაა ჩემთვის.ამიტომ ვცდილობ თითოეული შანსის გამოყენებას.“

„სეზონის აღნიშნულ მონაკვეთში, ნებისმიერი თამაში გადამწყვეტია.შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.“

„„რეალის“ გასახდელში საბრძოლო განწყობა სუფევს, ფეხბურთელები მაქსიმალურად ვართ კონცენტრირებული.კარგად მოგვეხსენება, რომ თითოეულ შეხვედრაში 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ, სხვანაირად წარმატებას ვერ მივაღწევთ.“

„ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ძალიან მაღალი დონეა.ტურინელებთან ადვილი გასეირნება არ გველოდება, თუმცა ფინალში გვსურს ასპარეზობა.“

„ვიმედოვნებ, საწყისი წუთებიდან ვითამაშებ „იუვეს“ წინააღმდეგ, ამისთვის ნამდვილად მზად ვარ.“

„პოგბა დიდებული ფეხბურთელია და თანაგუნდელებს დააკლდება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან მსურდა მასთან დაპირისპირება.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (350)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)