ჩიჩარიტო:"რწმენა ყველაფერს შეგაძლებინებს"

ჩიჩარიტო ერნანდესი - ფეხბურთელი, რომელიც "რეალს" სწორედ მაშინ დაეხმარა, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად უჭირდა. მექსიკელი გახდა მადრიდული დერბის გმირი, სწორედ მან შეძლო გადამწყვეტი გოლის გატანა და სამეფო კლუბის 1/2 ფინალში გაყვანა...


სულ რაღაც 2 თვის წინ ჩამოწერილი იყავით და საერთოდ არავის ახსოვდით...

გეთანხმებით, მაგრამ ჩემი ყველაზე კარგი თვისება სწორედ მოთმინებაა. რწმენა ყველაფერს შეგაძლებინებს, მთავარია გჯეროდეს. პრეტენზია ყოველთვის მაქვს, მაგრამ ამასთანავე ვიცი რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მსურდა. ცოტა ხნის წინ მექსიკურ პრესასთან ინტერვიუში განვაცხადე, რომ ჩემი მომავალი "ბლანკოსში" ბურუსით იყო მოცული და იმედები ნელ-ნელა მეწურებოდა, ახლა კი მწვრთნელის ნდობა მოვიპოვე და გავამართლე კიდეც.

დეპრესია გქონდათ?

სიმართლე გითხრათ, ამას დეპრესიას ვერ დავარქმევ, მაგრამ იმედგაცრუებული ვიყავი. მანჩესტერში გატარებული საშინელი სეზონის შემდეგ "ბლანკოსში" თამაშის საშუალება მომეცა, მაგრამ ვერც ესპანეთში მოვიკიდე ფეხი. არასდროს დამავიწყდება ჩემი მშობლების, დედმამიშვილის და პაოლას (ბიძაშვილის) მხარდაჭერა, ისინი მუდამ მხარში მიდგანან. მათი ლოზუნგი ასეთი იყო - "თუ შენ შეგიძინა "რეალმა", ესეიგი კოლექტივს სჭირდები".

ანუ გინდათ თქვათ, რომ წარმატების საიდუმლო მოთმინებაა?

ზოგადად, ძალიან რელიგიური ადამიანი ვარ და უფლის ყოვლისშემძლეობის მჯერა. მოთმინება აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე შრომისმოყვარეობით უნდა გამოირჩეოდე და კარგი ადამიანი იყო. "რეალში" თამაში და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველა ბავშვის ოცნებაა, ვისაც ფეხბურთში უყვარს და სპორტის ამ სახეობით არის დაკავებული. დაბადებიდან გატაცებული ვარ, მსურს მივაღწიო საუკეთესო შედეგს და ხალხს დავამახსოვრდე. ხავიერ ერნანდესის გახსენებაზე მხოლოდ პოზიტივი მინდა ისმოდეს.

გასახდელში როგორი სიტუაციაა?

იდეალური. გუნდისთვის კრიშტიანო რონალდუ ძალიან ბევრს ნიშნავს, ალბათ ყველა ხვდება, რომ ის ყველაზე მეტად სჭირდება გუნდს, მაგრამ კოლექტივში ყველა თანაბარია, აქ არასდროს მოქმედებს შერჩევითობის პრინციპი. გუნდში ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზეა აგებული.

ბერნაბეუს პუბლიკა ძალიან მომთხოვნია...

დიახ, ბერნაბეუზე მართლაც დიდი მოთხოვნებია, მაგრამ ამ ყველაფერს გულშემატკივრები თავად კლუბმა შეაჩვია. "რეალი" არის გუნდი, რომელიც მუდამ იგებდა ტიტულებს.

ფიქრობთ, რომ კარიმ ბენზემას და ბეილის დაბრუნების შემდეგ კვლავაც ჩრდილში მოექცევით?

ვერ გეტყვით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. სამწუხაროდ, მოედანზე მხოლოდ 11 ფეხბურთელი გადის. მწვრთნელი ვარჯიშებზე ყველას აკვირდება და საუკეთესო შემადგენლობა გამოყავს. ჩემი მიზანია, ბოძებული სათამაშო დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და კლუბს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

ვან გაალმა განაცხადა, რომ მის გეგმებში არ ჯდებით...

ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ფეხბურთის ჰოლანდიელ სპეციალისტს საკუთარი გეგმები აქვს, თუმცა რამდენად რეალურია ეს კომენტარი ვერ გეტყვით, ვინაიდან ინგლისური საინფორმაციო წყაროები ხშირად საკუთარ ფორმულირებას გვთავაზობენ.

შეგიძლიათ გვითხრათ, რითი განსხვავდებიან ლუისი და კარლო?

ძალიან ბევრი სხვაობაა მათ შორის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ვან გაალი სიმკაცრით გამოირჩევა, კარლიტოს კი ფეხბურთელებთან ლოიალური ურთიერთობა აქვს, ის ძალიან ჰგავს ალექს ფერგიუსონს, რომელიც შეგირდებთან შესანიშნავი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

რა განსხვავებაა "იუნატედსა" და "რეალს" შორის?

სიმართლე გითხრათ, ესპანეთში რადიკალურად განსხვავებული საფეხბურთო კულტურაა. ინგლისში ყველაფერს სხვაგვარად უყურებენ, მაგრამ ორივე გუნდს ერთი მიზანი აერთიანებს, რასაც ტიტულები ჰქვია. "მანჩესტერი" და "რეალი" მსოფლიო ტოპ 5 გუნდში შედიან.

ცრუმორწმუნე ხართ?

არა, მაგრამ გარკვეულ მომენტებში შესაძლოა რაღაცები დავიჯერო.

როგორ ფიქრობთ, აუცილებელია მუდამ გატანა?

რა თქმა უნდა არა. შესაძლოა მეტოქის კარი ვერ აიღო, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდე, ვინაიდან ყველაზე პროდუქტიული თამაში აჩვენო. მე გავიტანე "ატლეტიკოსთან", მაგრამ კრიშტიანო რონალდუმ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. წინა შეხვედრებში თავის გამოჩენა ვერ შევძელი, მაგრამ თანაგუნდელებს მაქსიმალურად ვეხმარებოდი. არ ვთვლი, რომ მხოლოდ მეტოქის კარის აღებაა საჭირო პროდუქტიული თამაშისთვის.

ანალოგიურის თქმა შეგიძლიათ კრიშტიანოზე?

რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და არ მიკვირს, რომ ყველა მატჩში ცდილობს თავის გამოჩენას. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.

"ალმერიასთან" მომხდარ ფაქტზე რას იტყვით?

განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი მომხდარა. არბელოამ დაარტყა და გაიტანა, იმ შემთხვევაში თუ ის ვერ შეაგდებდა, კრიშტიანო აუცილებლად მოახერხებდა ბურთის კარში გადაგზავნას.

როგორ ფიქრობთ, ბეილს და რონალდუს რომ შეეჯიბროთ სირბილში 40 მეტრის მანძილზე, ბოლო ადგილს დაიკავებთ?

ალბათ მაჯობებენ, მაგრამ მე მხოლოდ მილიმეტრების ჩამოვრჩები (იცინის).

როგორ ფიქრობთ, რთულია ჟურნალისტთან ცხოვრება?

არა, რატომ? ვფიქრობ, ჩემთან ერთად ცხოვრება უფრო რთულია ჟურნალისტისთვის, რადგან ხავიერ ერნანდესი ვარ და ფეხბურთს ვთამაშობ.

ყველაზე მეტად ვინ გეხმარებათ?

რამოსისგან და პეპესგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობ, იგივეს თქმა შემიძლია ალვარო არბელოაზეც, რომელიც ყოველთვის მახალისებდა. თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ თანაგუნდელს მხარდაჭერა აღუთქვას.

მომდევნო სეზონს მადრიდში გაატარებთ?

ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ახლა მომავალზე ფიქრის დრო არ არის, რადგნა კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია გასული და ლა ლიგაში ყველა მატჩის მოგება აქვს მიზნად დასახული. შესაძლოა ხვალ გათენდეს და განვაცხადო, რომ ახალ კონტრაქტს ვაწერ ხელს, თუმცა არ არის გამორიცხული რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციას გაიგოთ. dle 10.1

  • Hala
  • 1 მაი 2015
  • 3600
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)