გახდებიან "რეალი" და რონალდო საუკეთესოები 2010 წელს?

ესპანელმა საფეხბურთო კრიტიკოსებმა გამოაქვეყნეს დასკვნები, სადაც ნათლადაა აღწერილი მიზეზები, რითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ–სამეფო კლუბი შეძლებს გახდეს, თუ არა საუკეთესო რონალდოსთან ერთად 2010 წელს?


არ შეიძლება რომ არ ვაღიაროთ მადრიდისტების გამოსწორებული თამაშის ხარისხი სეზონის დასაწყისთან შედარებით, მაგრამ ამით სამეფო კლუბის გულშემატკივარი არ კმაყოფილდება, რადგან მადრიდში მხოლოდ საუკეთესო თამაში და რეზულტატია მისაღები. ესპანური გრანდი ბევრი ტიტულის მოპოვებას გეგმავს, მაგრამ ამისათვის ძალიან ბევრია გასაკეთებელი. მხოლოდ დაპირება და სიტყვები არ კმარა, მთავარი შედეგია...

დღევანდელ მსოფლიოში მხოლოდ ერთეული კლუბებია, რომელთა ბიუჯეტი ბილიონ დოლარს აჭარბებს. საბედნიეროდ მათ შორის იმყოფება მადრიდის "რეალიც". ბევრი ევროპული გრანდისგან განსხვავებით, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა არ იშურებს თანხას გუნდის გასაძლიერებლად, მაგრამ მადრიდისტებს ყოველთვის რაღაც აკლდებათ. "თეთრებმა" შეიძინეს მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელი "მანჩესტერიდან" 94 მილიონ ევროდ იქნა შეძენილი. "ბლანკოსი" ვერანაირად ვერ შეეგუება "ბლაუგნარას" 2009 წლის ტრიუმფებს, მადრიდელები ყველაფერს გააკეთებენ, რადგან კატალონიელების მსგავსად რამოდენიმე ტრიუმფი მათაც მოუწყონ გულშემატკივარს. მათ ამის რესურსი ნამდვილად გააჩნიათ.

გუნდს სათავეში უდგას თანამედროვეობის ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი მანუელ პელეგრინი. ჩილელის ყოფილი კლუბები შეიძლება ბევრს ვერაფერს ეუბნება ფეხბურთის მცოდნეთ, მაგრამ მის პროფესინალიზმში ყველა დარწმუნებულია, რადგან მანუმ სეგუნდა დივიზიონში გავარდნისთვის განწირული კლუბი "ვილიარეალი", ლა ლიგის ფავორიტთა შორის მოგვივლინა. ეს კი მის უდიდეს მოტივაციას და კვალიფიკაციურობას უსვამს ხაზს.

სამეფო კლუბმა 2009 წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე 250 მილიონი ევრო დახარჯა. ეს ხაზს უსვამს, რომ "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა ძალებს არ იშურებს წარმატების მისაღწევად. შეგვიძლია ერთი პარალელიც გავავლოთ, გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებმა 2009 წლის ზაფხულში სულ რაღაც 197 მილიონი ევრო დახარჯეს, რაც შესამჩნევად ჩამოუარდება "თეთრების" მიერ გადახდილ თანხას. ამის შემდგომ, "რეალის" ხელმძღვანელობა კიდევ აპირებს გაძლიერებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ეს ფანტასტიკურია...

რონალდო 2008 წელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პორტუგალიელს 2009 წელს არგენტინელმა ლიონელ მესიმ აჯობა. მთელი საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელის 2010 წელს, რადგან ყველას ჰგონია, რომ სწორედ ლეოსა და კრიშტიანოს შორის გაიმართება ოქროს ბურთისთვის ბრძოლა, როგორც ეს გასულ ორ წელიწადში მოხდა. ასეთი ჯახი საფეხბურთო სამყაროს დიდი ხანია არ უნახავს. თანაც ეს ორივე ფეხბურთელი ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ გუნდებში გამოდიან–რეალი V.S ბარსელონა.

გახდებიან "რეალი" და რონალდო საუკეთესოები 2010 წელს?

2010 წლის იმედი აქვს სამეფო კლუბის გულშემატკივარს. მათი მოლოდინი კრიშტიანო რონალდოსა და რიკარდო კაკას უფრო ემიჯნება, ვიდრე უკვე ფეხბურთისთვის ხანში შესულ და შემადგენლობის მიღმა დარჩენილ რაულს. ყველა დამეთანხმებით, რომ ელ კაპიტანო მადრიდის "რეალის" სახე და გულია, მაგრამ ახლა უკვე რონალდოს დროა! კრიშტიანოს მოუწევს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა. რონი პორტუგალიის ღირსებას დაიცავს, ეს გუნდი არც თუ ისეთი აგარიშგასაწევია, როგორც ინგლისი, ესპანეთი, ბრაზილია, მაგრამ მათ ყავთ კრიშტიანო რონალდო.

ლა ლიგის დაწყებიდან რამოდენიმე თვეში CR9-მ ტრავმა მიიღო, მაგრამ საბედნიეროდ მალევე მოიშუშა. იმ დროს აგორებული გახლდათ (ჯადოქარ)პეპეს მიმართ აჟიოტაჟი, იგი გადაჭრით აცხადებდა, რომ მან მიაყენა კრიშტიანოს ტრავმა და ამაში ჯადოქორბის ხელი ერია. საბედნიეროდ ეს მოსაზრება აფსურდული გამოდგა, ამას ბევრი თავიდანვე ვერ იჯერებდა, მაგრამ როდესაც რონი მართლაც დაშავდა, ეჭვები მაინც გაუჩნდა "თეთრების" გულშემატკივარს.

დღეს რონალდო ბრწყინვალე ფორმაშია და თავისი ჩვეული ტექნიკით ანებივრებს მადრიდულ პუბლიკას. მისგან როგორც ყოველთვის, საუკეთესოს ელიან მადრიდშიც. მადრიდელი გულშემატკივარი მისი იმედით იღვიძებს...
გახდებიან "რეალი" და რონალდო საუკეთესოები 2010 წელს?

ლა ლიგის მე–16 ტურში სამეფო კლუბმა პამპლონაში გამართა შეხვედრა. ამ მატჩში "თეთრები" ფავორიტად მიიჩნეოდნენ, მაგრამ განსაკუთრებულ თამაშს არავინ ელოდა. შეხვედრა გეგმიურად მიმდინარეობდა, მაგრამ მადრიდისტებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს "ოსასუნას" კარში და "ბლაუგნარას" საჩუქარი ქარს გაატანეს, საგოლე მომენტებითურთ.

ასეთი დასკვნების შემდეგ, მაინც ჩნდება კითხვა:"შეძლებს მადრიდის რეალი 2010 წელს ტრიუმფის მოწყობას რონალდოსთან ერთად?"


ინფრომაციის წყარო: Goal.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 4 იანვარი 2010
  • 8527
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)