გარაის, ალბიოლისა და რამოსის კომენტარები

ეს სამივე მადრიდისტა კმაყოფილია გუნდის სანახაობრივი თამაშით, მაგრამ გუშინდელი მატჩის ანგარიშის მიმართ უკმაყოფილებას მაინც ვერ მალავენ.


გარაი–"გამარჯვების შანსი ნამდვილად გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ საკუთარი საგოლე მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ... ეს ძალიან საწყენია, მაგრამ მომავალ შეხვედრაში სამი ქულა აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ."

"ცუდი შედეგი არ არის პამპლონაში მოპოვებული ერთი ქულა, მაგრამ საუკეთესო რეზულტატი გვექნებოდა თუ ამ მატჩში გამარჯვებას მივაღწევდით. ძალიან დამწყდა გული ლა ლიგის სათავეში მოხვედრის შანსი, რომ ქარს გავატანეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია სადაც ყველაფერი ხდება."

"ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ახლა უკვე სამეფო კლუბში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ვითვლები. გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ გული არ გაიტეხონ გასული შეხვედრის რეზულტატით, ამის გამოსწორებას "მალიორკასთან" მატჩში შევეცდებით."

რაულ ალბიოლი–
"რამოდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, კერძოდ იგუაინს ორიდან ერთი გოლი მაინც უნდა შეეგდო... ამ სიტყვებით არ მინდა, რომ გონსალოსადმი კრიტიკა გამოვხატო, რადგან ის ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისგან ყოველთვის საუკეთესოს ველით. ერთი თამაში ნებისმიერმა ფეხბურთელმა შეიძლება ჩააგდოს."

"შესანიშნავი სიურპრიზი იქნებოდა გულშემატკივრისთვის პამპლონაში მოპოვებული გამარჯვება, რადგან ასე შევძლებდით "ბარსელონას" გადასწრებას და ლა ლიგის სათავეში ჩადგომას. კატალონიელებსაც უჭირთ ქულების მოპოვება, მაგრამ ისინი მაინც გვასწრებენ. ვფიქრობ გუნდი უფრო კარგად თამაშობს, განსხავებით სეზონის დასაწყისისა. იმედი მაქვს გაცილებით მეტს მივაღწევთ."

"2009 წელი დიდებულად დავასრულეთ, მაგრამ ასეთივე გაგრძელება ვერ შევძელით. ამის მიუხედავად არავის უფიქრია, რომ ჩვენ ფარხმალი დავყარეთ. შევეცდებით მომავალ მატჩებში ამოვინაზღაუროთ "ოსასუნასთან" დაკარგული ორი ქულა."

სერხიო რამოსი–
"ყველამ კარგად ვიცით, რომ პამპლონაში სათანადოდ ვერ ვითამაშეთ. გუნდს გამარჯვებებისთვის უდიდესი რესურსი გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ვერ შევედით საუკეთესო ფორმაში. ყველანი გახარებულნი ვართ გამოსწორებული თამაშის ხარსიხით, მაგრამ ყაიმი სამეფო კლუბს არ ეკადრება."

"ვგონებ პირველ ტაიმში უკეთესად გამოვიყურებოდით. ვდომინირებდით მოედანზე, მაგრამ საგოლე მომენტები რეალიზებაში ვერ მოვიყვანეთ. სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ "ოსასუნასაც" ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ მოგებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით."



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.Com

ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 4 იანვარი 2010
  • 1407
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)