ევროპის საუკეთესო ბომბარდირი მცველი - სერხიო რამოსი

მცველებს შორის სერხიო რამოსი ევროპის საუკეთესო ბომბარდირია ხუთი ქვეყნის ჩემპიონატის გათვალისწინებით.


მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანს უკანასკნელ 10 წელიწადში 40 გოლი აქვს გატანილი. მას მოჰყვებიან ნალდო (37), კრისტიან მაჯო (31). მეოთხე ადგილს იკავებს ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი 27 გატანილი ბურთით. ტოპ ათეული კი შემდეგი მოთამაშეებით სრულდება ვესტერმანი (26), ბეინსი (26), ჯენესი (24), ხავი მარტინესი (23), პუიგრენიერი (23) და კაპდევილა (21).

აღსანიშნავია ისიც, რომ რამოსს მიმდინარე სეზონში უკვე შვიდი გოლი მოუგროვდა. ორი ბურთი მან პრიმერა დივიზიონის 24 მატჩში შეაგდო. ორი გოლი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიტანა 2 დაპირისპირებაში და ერთხელ კოპა დელ რეიზე მოახერხა მეტოქის კარის აღება. გუნდში კი საუკეთესო ბომბარდირებს შორის იგი მეხუთე ადგილს იკავებს.

მას უსწრებენ კრიშტიანო რონალდო (49), ბენზემა (22), ბეილი (17) და ხამესი (13). რაც შეეხება ყველა დროის საუკეთესო მეგოლეებს მცველებს შორის, იეროს (127) და კარლოსის (68) შემდეგ, სერხიო მესამე პოზიციას იკავებს.

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 19 აპრილი 2015
  • 4244
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)