ანჩელოტი:"მოდრიჩისა და ბეილის გამო შეშფოთებული ვარ"

კარლო ანჩელოტიმ "მალაგას" დამარცხების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


"მოდრიჩს მცირე პრობლემები ჰქონდა, ანალოგიურის თქმა შემიძლია ბეილზეც. მოდრიჩი უდიდესი ძალაა. ძალიან შეშფოთებული ვარ, "ატლეტიკოსთან" შეხვედრის წინ ამხელა დანაკლისი კატასტროფის ტოლფასი იქნება. ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ."

"მარსელომ კვლავაც კარგად ითამაშა. ბრაზილიელი დერბიში დაგვაკლდება, მაგრამ კოენტრაუს დაბრუნების იმედი მაქვს. თუ პორტუგალიელმა ორშაბათს და სამშაბათს 100%-იანი დატვირთვა ვერ მიიღო, ალტერნატიულ ვარიანტებს განვიხილავ და მარსელოს ადგილს არბელოა ან ნაჩო დაიკავებს."

"მატჩში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, მრავალ სირთულეს გავუმკლავდით, მაგრამ ტრავმირებული ფეხბურთელები ამ ეტაპზე მართლაც საშიშ ფაქტორს წარმოადგენს. 3 ქულის მოპოვებით კმაყოფილი ვარ."

"შეხვედრა ოთხშაბათს იმართება. წინ რამდენიმე დღე გვაქვს. იმედი მაქვს, კარიმ ბენზემა დაბრუნდება და კოლექტივის დახმარებას შეძლებს."

"ოთხი ნახევარმცველით თამაშმა გაამართლა. ხამესი ბრწყინვალე იყო. ისკომ პირველ ტაიმში არც ისე კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული იყო."

"კატალონიელებმა "ღამურები" დაამარცხეს და სხვაობა კვლავ 2 ქულას შეადგენს. ვფიქრობ, ყველაფერი ბოლოსკენ გადაწყდება. ლა ლიგაში ყველაფერი კითხვის ნშნის ქვეშ დგას."

"მსაჯების საქმიანობას დადებითად ვაფასებ, მათ საკმაოდ ნორმალურად იმუშავეს."

"ფავორიტი "ბარსელონაა", ვინაიდან პრიმერაში "ელ კლასიკო" აღარ ჩატარდება და ყველაფერი მათზეა დამოკიდებული."

"გულშემატკივრები გუნდის ნაწილს წარმოადგენენ ჭირშიც და ლხინშიც." dle 10.1

  • Hala
  • 19 აპრილი 2015
  • 9245
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)