ბუტრაგენიო: "მოდრიჩის და ბეილის არყოფნა სერიოზული დანაკლისია"

ემილიო ბუტრაგენიომ "მალაგასთან" მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"მატჩის სადავეებს ჩვენ დავეპატრონეთ. ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. მართალია იყო დაძაბულობებიც, თუმცა მთავარია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ და სამი ქულით წინ წავიწიეთ."

"კრიშტიანო ბრწყინვალე ფეხბურთელია. მისი რეზულტატი გამაოგნებელია. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩიჩარიტოს თამაში. მისი წყალობით რონიმ დღეს 50-ე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში."

"კამენი უმაღლესი დონის მეკარეა. მან არაერთი ურთულესი ბურთი მოიგერია და ქება დაიმსახურა. 1-0 რომ ვიგებდით მაინც დაძაბულები ვიყავით, რადგან რისკი აშკარა იყო. მეორე ბურთის შეგდების შემდეგ ჩვენ ცოტათი დავწყნარდით."

"რაც შეეხება გარეთ ბეილის და ლუკა მოდრიჩის ტრავმებს, მე ჯერ ინფორმირებული არ ვარ რამდენად სერიოზულია მათი დაზიანებები, თუმცა დამეთანხმებით, რომ მათი არყოფნა სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან ორივე მოთამაშე ჩვენი გუნდის ვარსკვლავია."

"დროა დღევანდელ მატჩზე საუბარი შევწყვიტოთ და მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენი მომდევნო მეტოქე მადრიდის "ატლეტიკო" იქნება. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში აუცილებლად უნდა გავიდეთ, თუმცა ეს იოლი არ იქნება. დიეგო სიმეონეს შეგირდები ადვილად არაფერს დაგვითმობენ. ამიტომ მადრიდის "რეალის" თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 19 აპრილი 2015
  • 2745
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)