კროოსი: "მადრიდში დიდი ხნით ვგეგმავ დარჩენას"

ტონი კროოსმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" დარჩენა რაც შეიძლება დიდი ხნით სურს.


"მადრიდის "ატლეტიკოსთან" აუცილებლად უნდა მოგვეგო და ამის რეალური შანსებიც გვქონდა, თუმცა ფორტუნა მეტოქის მხარეს აღმოჩნდა. 0-0 სახიფათო ანგარიშია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გატანილ გოლს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გარკვეულ სიტუაციებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე კარი მშრალად შევინახოთ და თანაქალაქელებს მინიმუმ ერთი ბურთი მაინც გავუტანოთ."

"ჩემი მთავარი მიზანი სამეფო კლუბში დიდი ხნით დარჩენაა. "ბლანკოსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. მე ის კი არ მსიამოვნებს დღეში სამ ინტერვიუს რომ ვიძლევი, არამედ ის, რომ ჩემს ოჯახთან და თანაგუნდელებთან ერთად კარგ დროს ვატარებ. ყველაფერი იდეალურად მიდის და ყოველ დღე ვაცნობიერებ იმას, რომ "რეალში" კარიერის დასრულება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებოა."

"კრიშტიანო რონალდო წარმოუდგენელი ფეხბურთეალია. იგი ყოველ ვარჯიშზე თავდაუზოგავად შრომობს და იხარჯება. მას გარჯა უკვე არაერთხელ დაუფასდა. მის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა ყველას აოცებს. ვფიქრობ, იგი დღეს დღეისობით საუკეთესო ფეხბურთელია, ვის გვერდითად მე მითამაშია."

Bernabeudigital.com dle 10.1

  • Junior
  • 18 აპრილი 2015
  • 2177
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (380)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)