გამოცემა "AS" ანჩელოტის შემცვლელთა 5 კანდიდატს გვისახელებს

ესპანურმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემამ "As", კარლო ანჩელოტის შემცვლელთა 5 ყველაზე რეალური კანდიდატი დაგვისახელა...


ზიდანი

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგ ლეგენდას შესაბამისი ლიცენზიაც კი არ აქვს, და ხოსეპ გვარდიოლასთან მასტერ-კლასები გაიარა, ზიზუს მომავალს სწორედ "ბლანკოსის" მთავარ გუნდს უკავშირებენ, რადგან ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ფეხბურთელებს შორის და პრეზიდენტის ფავორიტად ითვლება. ზიდანი უკვე რამდენიმე წელიწადია "ბლანკოსში" მოღვაწეობს, ის კარლო ანჩელოტის თანაშემწეც გახლდათ.

ლიოვი

იოაჰიმ ლიოვს სამეფო კლუბს ჯერ კიდევ ჟოზე მოურინიოს დროს უკავშირებდნენ, მაგრამ გერმანელთა მწვრთნელმა ესპანეთში გადასვლაზე უარი განაცხადა, ვინაიდან ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სურდა. "ბუნდესნაკრებმა" ოცნება აისრულა, ყველას ეგონა, რომ ლიოვი წავიდოდა, მაგრამ მან ხელშეკრულება გაახანგრძლივა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანჩელოტის წასვლის შემთხვევაში მისი კანდიდატურა რეალური არ გახდება

მიჩელი

მიჩელი "რეალის" ლეგენდაა, ის მადრიდელთა ღირსებას წლების მანძილზე იცავდა, ასევე შესანიშნავად იცნობს შიდა სამზრეულოსა და კასტილიას, რომელსაც გაკრვეული დროის მანძილზე წვრთნიდა. მიჩელი ასევე წარმატებით მუშაობდა "ოლიმპიაკოსში", სადაც არაერთი ტიტული მოიგო. ლეგენდის სახელს "ბლანკოსს" დიდი ხანია უკავშირებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა ვერ ხერხდება.

კლოპი

იურგენ კლოპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს "დორტმუნდს" ტოვებს, რამაც ჟურნალისტებს სალაპარაკო მისცა. იურგენი "რეალის" ინტერესებში აუცილებლად შევა. ის ძალიან გამოცდილია, თანაც მაშინ როდესაც არც ისე დიდი ასაკი აქვს. კლოპი მსოფლიოს ერთ-ერთ პერსპექტიულ მწვრთნელად არის მონათლული, რომელსაც ტიტულები სწყურია.

ბენიტესი

რაფაელ ბენიტესს აურაცხელი რაოდენობის გამოცდილება აქვს, რადგან მსოფლიო 5-6 წამყვან კლუბში აქვს ნამუშევარი. მათ შორის არის "რეალიც", თუმცა არა მთავარი, არამედ ახალგაზრდული გუნდი. რაფაელი ესპანელია და შესანიშნავად იცნობს როგორც ქვეყანას, ასევე მადრიდული კოლექტივის თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს. მის ხელში არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. ბენიტესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსი გახლავთ, მან კარგად იცის როგორ განაწყოს გუნდი კონკრეტული შეხვედრისთვის. რაფა ზემოაღნიშნულ მწვრთნელებთან შედარებით ყველაზე მეტ ტიტულს მოითვლის.


სწორედ ასე გამოიყურება ხუთეული, რომელიც ანჩელოტის ალტერნატივად განიხილება, მაგრამ დღეს უკვე მათ სიას ლოპოტეგიც დაემატა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. dle 10.1

  • Hala
  • 17 აპრილი 2015
  • 4171
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)