კარლო:"ბევრი ცვლილებებზე საუბრობს, მე კი მომდევნო სეზონისთვის ვაწყობ გეგმებს"

კარლო ანჩელოტიმ გამომცემლობა "ას"-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ძალიან ბევრ თემას შეეხო...


კასილიასი

"იკერი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას ჰქონდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა. "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებაზე კაპიტანმა სოლიდურად ითამაშა. განმეორებით პაექრობაში "რეალის" კარს კვლავაც ის დაიცავს.

კეილორი მეორე კიპერი არ არის

"ნავასს დიდ პატივს ვცემ. კოსტა-რიკელი ფეხბურთელი "ბლანკოსში" გადმოსვლის დღიდან სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრას იბრძვის და ვცდილობ შრომა დავუფასო. მერწმუნეთ, ის მეორე კიპერი არ არის. თერთმეტეულში ის ფეხბურთელი გამოჩნდება, რომელიც უკეთეს ფორმაში შეხვდება კონკრეტულ დაპირისპირებას. შარშანდელ სეზონში ლა ლიგაში დიეგო ლოპესს ვენდობოდი, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში კი კასილიასი შეუცვლელი იყო. წლეულს, გარკვეულ ასპექტებში ცვლილებები შევიტანე. მათთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს. ბევრს ჰგონია, რომ ჩემი სამუშაო რთულია, მაგრამ არც ისეა საქმე, როგორც გარედან სჩანს."

კასილიასის წასვლა ივნისში

"არავის სურს კასილიასის გაშვება. ეჭვი არ მეპარება, ლეგენდარული კაპიტანი კარიერას სწორედ სამეფო კლუბში დაასრულებს. გულშემატკივრებს იკერი ძალიან უყვართ და აფასებენ."

ბოლო შეხვედრები მადრიდში...

"ჭორებს არასდროს ვაქცევ ყურადღებას. მოსვლის დღიდან ყველა ჩემ წასვლაზე საუბრობს, მაგრამ დღეს მთავარი მწვრთნელის რანგში გასაუბრებით. როგორც კი გუნდს ჩავარდნა დაეწყება, მაშინვე აბარგებაზე საუბრობენ. მახსოვს, შარშანდელ სეზონში სამჯერ მიმითითეს კარისკენ (ოღონდ ჟურნალისტებმა), წელს უფერული იანვრის შემდეგ არაერთხელ დადგა ჩემი წასვლის საშიშროება, მაგრამ ხელმძღვანელობისგან ერთხელაც არ მომისმენია რაიმე ამდაგვარი. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონისთვის ვაწყობ გეგმებს."

დერბი "ატლეტიკოსთან"...

"წლევანდელ სეზონში სიმეონეს გუნდი ძალიან წარმატებით ასპარეზობს. "ატლეტიკოს" ფეხბურთელებმა არაერთხელ დაგვჯაბნეს, ახლა კი ჩვენი დრო მოვიდა. "კალდერონზე" დაფიქისრებული შედეგით კმაყოფილი არ ვარ, რადგან მეტს ვიმსახურებდით, თუმცა წინ "ბერნაბეუა", სადაც "რეალის" თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯება 1/2 ფინალში გასასვლელად."

ბეილის ინერტულობა

"მართლაც გულდასაწყვეტია ის მომენტი, რომელიც "კალდერონზე" შეიქმნა, ბეილს უნდა გაეტანა, მაგრამ ობლაკმა ბრწყინვალე "სეივი" განახორციელა და "როხიბლანკო" გაშვებულ გოლს გადაარჩინა."

საუკეთესო მატჩი სეზონში

"განვლილ შეხვედრას მართლაც საუკეთესოდ შევაფასებდი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვიგეთ, მეტოქე ყველა ასპექტში დავჯაბნეთ. ეს შეხვედრა წინებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა."

ვარანი

"ფრანგი შესანიშნავი ფეხბურთელია, მან ბრწყინვალედ შეცვალა პეპე. პორტუგალიელი ფეხბურთელი 100%-ით მზად არ იყო, წინ კი საპასუხისმგებლო შეხვედრა გვქონდა, სწორედ ამიტომ რაფას ვენდე. ახალგაზრდა ფეხბურთელმა კონცენტრირებულად და დიდი მობილიზების ითამაშა. მომდევნო შეხვედრაში მას პეპე ჩაანაცვლებს.

4-3-3, 4-4-2

"სიმართლე გითხრათ, არ მესმის რატომ ანიჭებენ ამხელა მნიშვნელობას ტაქტიკას. შეხვედრის დროს ტაქტიკა შესაძლოა 4-ჯერ შეიცვალოს. "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში არაერთ მომენტში გუნდი 2-5-3 სქემით თამაშობდა, მაგრამ ამაზე არავის უსაუბრია. ყველაფერი მატჩის პერიპეტიებიდან გამომდინარე ხდება, ამიტომ არ მსურს ბევრი ვისაუბრო."

ხამესი და მოდრიჩი

"ორივე ფეხბურთელი ძალიან გვაკლდა. ისინი გუნდის ლიდერები არიან და უდიდეს სამუშაოს ასრულებენ, თუმცა ყველა შეხვედრაში შესაძლებლობების 100%-ს ვერ გამოავლენენ. მოდრიჩმა "ელ კლასიკოში" და "დერბიში" დაამტკიცა, თუ რამხელა ძალას წარმოადგენს გუნდისთვის. ის შესანიშნავად ხედავს მოედანზე, აკეთებს გამჭოლ გადაცემებს, ფლობს ბურთს და ამასთანავე კარგად თამაშობს ართმევაზე. ხამესს დიდი დრო გაუცდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ფორმის პიკამდე ცოტა აკლია. კოლუმბიელი ფეხბურთელი "ბლანკოსისთვის" კარგი შენაძენია."

უდიდესი დანაკლისი - მარსელო

"გეთანხმებით. ბრაზილიელი ფეხბურთელი დღევანდელი ფორმაციის "რეალის" შუეცვლელი ფიგურაა, მაგრამ დიდად არ ვნერვიულობ, რადგან მყავს კოენტრაუ. გავიხსენოთ შარშანდელი ნახევარფინალები, სადაც პორტუგალიელმა იდეალურად იასპარეზა. ფაბიო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ტრავმებმა ბევრ რამეში შეუშალა ხელი."

ხედირა

"მისი მომავალი გადაწყვეტილია. სეზონის ბოლოს გერმანელი ფეხბურთელი კლუბს დატოვებს, მაგრამ დასაფასებელია პროფესიონალიზმი, რომელსაც ნახევარმცველი ავლენს. სამი ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება და ნებისმიერ მომენტში შეუძლია გუნდის დახმარება."

ისკო და ხამესი

"ალარკონი დაცვით ფუნქციებს კოლუმბიელზე უკეთ ასრულებს, ისინი სხვადასხვა სტილის მოთამაშენი არიან."

რონალდუს ბოიკოტი პრესას

"ეს რონის გადსაწყვეტია. არ ვიცი მიზეზი, მაგრამ ის ბოლომდე ჟურნალისტებთან კომუნიკაციას არ დაამყარებს."

შეუცვლელი BBC

"მერწმუნეთ, არცერთი მწვრთნელი არ შეცვლის ამ შესანშნავ ტრიოს, გამონაკლისი არც მე ვარ. სამივე ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე დგას."

ხესე

"როდრიგესი ნელ-ნელა შედის ფორმაში. ბევრი საუბრობს მის უკმაყოფილებაზე, როდესაც მოედანზე 4-5 წუთით ადრე შემყავს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც შეხვედრას სასტარტოდან იწყებს, ანაც 65-ე წუთისთვის შედის მოედანზე. პაექრობის პერიპეტიებს დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ფეხბურთელი მოედანზე შედის, ესეიგი ის სჭირდება გუნდს იმ მომენტში."

ხამესის დაბრუნება და ისკოს სკამზე დაჯდომა

"მთელი სეზონის მანძილზე ესპანელი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, მაშინაც კი როდესაც ხამესი ფორმის პიკში იმყოფებოდა. წინა შეხვედრებში კოლუმბიელი ფეხბურთელი ვარჩიე, მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ. ისკომ იცის თუ როგორ მჭირდება და რა ადგილი უჭირავს ჩემს კოლექტივში."

ლუკას სილვა

"ბრაზილიელის სახით უნიჭიერესი ფეხბურთელი შევიძინეთ, მაგრამ ადაპტაციისთვის დროა საჭირო. სამხრეთ-ამერიკაში რადიკალურად განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ, ევროპაში კი სულ სხვა სტილთან გვაქვს საქმე. სილვას ეტაპობრივად მიეცემა თამაშისა და ადაპტაციის საშუალება. არაერთი ვარსკვლავის ჩამოთვლა შემიძლია, რომელთაც ბრაზილიის შემდეგ ევროპაში პრობლემები შეექმნათ."

ლა ლიგა

"ყველაფერი "ბარსელონაზეა" დამოკიდებული. 4 ქულიანი სხვაობა 2-მდე შემცირდა, მაგრამ უპირატესობა მაინც ლუის ენრიკეს გუნდს აქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ დარჩენილი შეხვედრების მოსაგებად. "მალაგასთან" რთულ მატჩს ველი, თანაც ძალების განაწილება მოგვიწევს, ვინაიდან ოთხშაბათს 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა გვაქვს."

როტაცია

"ისეთი გუნდი, როგორიც "რეალია", როტაციის გარეშე აუცილებლად შევა კრიზისში. კლუბი გაემგზავრა მსოფლიო მუნდიალზე და წარმატებას მიაღწია, მანამდე კი გადატვირთული კალენდარი ჰქონდა, ასევე უნდა აღინიშნოს სამეფო თასი, თუმცა "ლა კოპას" ნაადრევად გამოვეთიშეთ. გასახსენებელია 22 შეხვედრიანი მოგებების სერია, რომელიც უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. დღეს "ბლანკოსს" კვლავაც აქვს ენერგია შერჩენილი, რაც სწორედ შესაბამისი რესურსის შედეგია."

ჩემპიონთა ლიგის სხვა მატჩები

"პარიზელებმა კატალონიელებთან ძალიან სუსტად ითამაშეს. მათ დიდი დანაკლისით მოუხდათ მოედანზე გასვლა, მაგრამ 1-3 მეტისმეტია. ფრანგების შანსი მინიმალურია. "პორტუმ" ყველა გააოცა. "ბაიერნი" უდავო ფავორიტი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. "ალიანც არენაზე" საინტერესო მატჩს ველი."

ვერატი

"მარკო შესანიშნავი ფეხბურთელია. მას თავისუფლად შემიძლია, რომ საუკეთესო იტალიელი ვუწოდო, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. "პსჟ" მას არ გაყიდის, ვინაიდან გუნდის უცვლელი ფიგურაა."

დანილო

"დანილომ "პორტუში" ყველას დაუმტკიცა, რომ უძლიერესი ფეხბურთელია, სწორედ ამიტომ შემოგვიერთდება. არბელოასთან და კარვახალთან კონკურენცია იოლი საქმე არ არის, მაგრამ ბრაზილიელს ყველა მონაცემი აქვს." dle 10.1

  • Hala
  • 17 აპრილი 2015
  • 4571
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)