ფლორენტინო პერესი ლოპოტეგის კანდადატურას სერიოზულად განიხილავს

გამომცემლობა "ას"-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი კარლო ანჩელოტის შემცვლელის რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს. პორტუგალიელი "პორტუს" ამჟამინდელი მწვრთნელი, ლოპოტეგი კი მოწინავე პოზიციაზეა განთავსებული...


ჟულიენ ლოპოტეგიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" დაამარცხა და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, თუმცა მხოლოდ ამის საფუძველზე პერესის ინტერესი გამორიცხულია.

ფლორენტინო პერესი "ბლანკოსში" მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტიტულების გარეშე დარჩენის შემთხვევაში ამჟამინდელ დამრიგებელს კარისკენ მიუთითებენ. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ალტერნატივებზე მუშაობა.

ერთის მხრივ, ლოპოტეგი ძალიან ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველბენ, ის ერთგვარად "დაგეშილია" ტიტულების მოგებაზე და ფეხბურთში საკუთარი სიტყვის თქმა სურს. მოტივაცია კი ბევრ რამეს წყვეტს. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ჟულიენს ნამუშევარი აქვს "კასტილიაში", მისი გაზრდილია ისკო, ასიერ ილიარამენდი, ალვარო მორატა, კოკე, დავიდ დე ხეა და ასე შემდეგ. ესპანური ფეხბურთის მომავალმა სწორედ ლოპოტეგის ხელში გაიარა და მან ძალიან კარგად იცის ახალგაზრდების შესაძლებლობები.

ასევე აღნიშნავენ შარშანდელ სიტუაციას, რომელიც პორტუგალიურ კლუბში იყო, ახლა კი რადიკალურად განსხვავებულ რეალობას ვხედავთ. ჟულიენმა დიდი რეფორმები გაატარა და დღესდღეობით მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის უდიდესი შანსი აქვს, ვინაიდან პირველი შეხვედრა 3-1 მოიგო, თანაც ვისთან?? არც მეტი არც ნაკლები, "ბაიერნთან", რომელიც ტურნირის უდავო ფავორიტია.

ახალგაზრდა მწვრთნელს ასევე მიაწერენ აწ უკვე "ბლანკოსის" ფეხბურთელის, დანილოს აღმოჩენას, რომელიც წლეულს, შესანიშნავ სეზონს ატარებს. ანალოგიურის თქმა შეიძლება კაზემიროზეც, რომელიც "პორტუში" სამეფო კლუბიდან იჯარის წესით გადავიდა და ყველა გააოცა.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ლოპოტეგის ბრწყინვალედ შეუძლია ახალგაზრდებთან მუშაობა, "ბლანკოსს" კი კოლექტივი მეტისმეტად გაახალგაზრდავებული ჰყავს. ვარანი, კროოსი, ხამესი, ბეილი, კარვახალი, დანილო და ასე შემდეგ - ეს მომავლის მადრიდია, რომელიც შესაძლოა სწორედ ჟულიენმა გაწვრთნას. dle 10.1

  • Hala
  • 17 აპრილი 2015
  • 1983
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (144)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)