სანჩისი:"სერხიო რამოსი მსოფლიოში საუკეთესოა"

"რეალის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, სერხიო რამოსს მსოფლიოს საუკეთესო მცველი უწოდა და გუნდში არსებული ვითარება მიმოიხილა...


"სერხიო რამოსი მსოფლიოში საუკეთესოა, მისი მისწრაფება ლიდერობისკენ დასაფასებელი გახლავთ. კეპლერ პეპესთან ერთად სერხიო შესანიშნავ დუეტს ქმნის, ისინი მართლაც სოლიდურ ფიგურებს წარმოადგენენ. პორტუგალიელი ფეხბურთელი ნელ-ნელა ასაკში შედის, აქედან გამომდინარე დუეტის ჩამოშლა ადრე თუ გვიან მაინც მოხდება, თუმცა კარლო ანჩელოტის ჰყავს რაფაელ ვარანი, რომელმაც "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თვალწარმტაცი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე გასახსენებელია შესანიშნავი დრიბლინგი, სადაც ახალგაზრდა შუახაზელმა ყველას აჩვენა, თუ რა სისწრაფეს ფლობს."

"ვარანი ნებისმიერი გუნდის სასტარტოში დაიკავებდა ადგილს, მაგრამ "ბლანკოსში" უდიდესი კონკურენციის პირობებში უწევს ასპარეზობა. მიუხედავად ამისა, ფრანგი ფეხბურთელი ხშირად ჩნდება მოედანზე. ვფიქრობ, პეპეს სრულფასოვანი შემცვლელი სწორედ რაფაელი გახდება და სერხიოსთან ერთად შესანიშნავ რგოლს შექმნის."

"განვლილ "დერბიში" კარლოს გუნდმა დამაჯერებელი შთაბეჭდილება დატოვა და მეტოქე ბევრ ასპექტში დაჯაბნა, თუმცა მეორე ნახევარში სიმეონეს გუნდმა თამაშის გათანაბრება შეძლო."

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს "როხიბლანკოს" კარის დარაჯის, ობლაკის ბრწყინვალე ასპარეზობა. ახალგაზრდა მეკარეს უდიდესი მომავალი აქვს."

"წარმატების გასაღები მარტივია. "რეალმა" საშინაო კედლებში ისე უნდა ითამაშოს, როგორც "კალდერონზე" პირველ ნახევარში თამაშობდა. აუცილებელია მაქსიმალური ძალისხმევა და ენერგიის მეორე ტაიმისთვის დაზოგვა." dle 10.1

  • Hala
  • 17 აპრილი 2015
  • 1705
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (154)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)