მიუხენის ბაიერნი მეტცელდერით სერიოზულად არის დაინტერესებული

როგორც გერმანული Bild იტყობინება, მიუხენის ბაიერნი სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის რეალის გერმანელი მცველის, კრისტოფ მეტცელდერის შეძენით...


ული ჰიონესი და კომპანია მზად არის წინადადებით მიმართოს ხორხე ვალდანოს და მის თანამოაზრეებს.

გერმანელ მცველს მადრიდში სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და ეს მის კონდიციაზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ფეხბურთელი ცუდ ფორმაშია. კრისტოფს სურს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი კი უთამაშებელ ფეხბურთელებს ნაკლებად ენდობა.

მიუხენურ გიგანტს დაცვის რგოლში გარკვეული პრობლემები აქვს და მეტცელდერის დამატებაც ამიტომ სურს, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ფეხბურთელს გაცილებით უფრო სათამაშო დრო მიეცემა და მუნდიალზე წასლვლის შანსიც ერთი-ორად გაიზრდება.

გასათვალისწინებელია, რომ მეტცელდერს რეალთან კონტრაქტი მალე ეწურება და რეალი მის გაყიდვას ცდილობს, რადგან რაღაც თანხა მიიღოს ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ. სავარაუდოდ ორივე მხარე მიუსხდება მოლაპარაკებების მაგიდას და განიხილავს ტრანსფერის საკითხს. dle 10.1

  • Hala
  • 3 იანვარი 2010
  • 1593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)