"ატლეტიკო მადრიდი" VS "რეალ მადრიდი" - წინასამატჩო მიმოხილვა

დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე "მადრიდის ატლეტიკო" და "მადრიდის რეალი" ერთმანეთს "ვისენტე კალდერონზე" დაუპირისპირდებიან


მოწინააღმდეგე გუნდის სრული სახელი: "Club Atlético de Madrid, S.A.D."

მოწინააღმდეგე გუნდის ზედმეტსახელი: Colchoneros (ლეიბის მკერავები) , Rojiblancos (თეთრ-წითლები), Atleti (Atleti, არ აგერიოთ სიტყვა "ატლეტიკში"), Indios (ინდიელები)

დაარსების წელი: 1903 წლის 26 აპრილი;

პრეზიდენტი: ენრიკე სერესო;

კლუბის მფლობელები: მიგელ ანხელ გილ მარინი (52%), ენრიკე სერესო (20%), უანგ ჯიანლინი (20%)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე;

ლიგა: ლა ლიგა/პრიმერა დივიზიონი;

ტიტული: ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი;

საშინაო მოედნი: ვისენტე კალდერონი

ტევადობა: 54 960

ქალაქი: მადრიდი

მსაჯთა ბრიგადა:

მთავარი მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)
დამხმარე მსაჯი: მილოვან რისტიჩი (სერბეთი), დალიბორ დიურდევიჩი (სერბეთი);
მეოთხე მსაჯი: დეიან პეტროვიჩი (სერბეთი)
უეფას დელეგატი: როლანდ ოსპელტი (ლიტვა)
უეფას მსაჯთა დამკვირვებელი: პელრიუჯი კოლინა (იტალია)

თამაშის დაწყების დრო: 22:45 სთ (თბილისის დროით);

პირდაპირი ტრანსლიაცია: პირველი არხი


"მადრიდის ატლეტიკო" და "მადრიდის რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე 11 თვის შემდეგ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ამჯერად უკვე 1/4 ფინალურ ეტაპზე.

• "თეთრების" მიერ დამატებით დროში მოგებული 4:1 შეხვედრა მათთვის მეათე ტიტულის მომტანი აღმოჩნდა . ისინი აგებდნენ დიეგო გოდინის მიერ 36-ე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ. მათ 92-ე წუთზე სერხიო რამოსის გოლით უპასუხეს მეტოქეს. ხოლო დამატებით დროში კი სამი გოლის გატანა შეძლეს ბეილის, მარსელოს და რონალდუს თერთმეტმეტრიანი დარტყმით, რომელიც პორტუგალიელისთვის მე-17 აღმოჩნდა იმ სეზონში, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა, ხოლო ანჩელოტის გუნდს კი მეათე ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანა, თავად ანჩელოტის კი მესამე-მწვრთნელის რანგში.

• "ატლეტიკოს" მიმდინარე სეზონში საშინაო ოთხივე მატჩი მოგებული აქვს, მაშინ როცა "მადრიდის რეალს" ფეხი დაუცურდა მის ყველაზე საგარეო ვიზიტის დროს;

წინა შეხვედრები:


• 2014 წლის 24 მაისს გამართული გინალის შემადგენლობები:
Atlético: Courtois, Juanfran, Miranda, Godín, Filipe Luís (Alderweireld 83), Tiago, Raúl García (Sosa 66), Gabi, Koke, Diego Costa (Adrián López 9), Villa.
Madrid: Casillas, Carvajal, Varane, Ramos, Coentrão (Marcelo 59), Modrić, Khedira (Isco 59), Bale, Di María, Benzema (Morata 79), Ronaldo.

• გუნდები ერთმანეთს მხოლოდ 1958/59 წლების ევროპის თასის ნახევარფინალში შეხვდნენ. "მადრიდის რეალმა" პირველი შეხვედრა 2:1 მოიგო სახლში, ხოლო "ატლეტიკომ" კი გასვლა 1:0 მოიგო. ამან განმეორებითი შეხვედრის აუცილებლობა წარმოშვა, რომელიც სარაგოსაში ჩატარდა და სადაც პუშკაშმა გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო და "მადრიდის რეალი" ზედიზედ მეოთხედ გაიყვანა ფინალში.

• 1959 წლის 13 მაისის შეხვედრაში გუნდების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
Madrid: Domínguez, Miche, Santamaría, Lesmes, Ruiz, Zárraga, Mateos, Kopa, Di Stéfano, Puskás, Gento.

Atlético: Pazos, Rivilla, Callejo, Mendiondo, Chuzo, Calleja, Miguel, Agustín, Vavá, Peiró, Collar.

• გუნდები მიმდინარე სეზონში ექვსჯერ შეხვდნენ ერთამენთს. "ატლეტიკომ" ლა ლიგის ორივე შეხვედრა მოიგო: 2:1 "ბერნაბეუზე" და 4:0 "კალდერონზე", რაც მათ მიერ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული შეხვედრაა 1987 წლის შემდეგ და პირველი ორივე მოგებული შეხვედრა 1950/51 წლების სეზონის შემდეგ;

• "ატლეტიკომ" ასევე ტრიუმფი იზეიმა კოპა დელ რეის შეხვედრაში (2:0 სახლში და 2:2 გასვლაზე) და ესპანეთის სუპერ თასზე (1:1 გასვლაზე, 1:0 სახლში);

• კალდერონზე 7 თებერვალს ჩატარებული შეხვედრაში გუნდების შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

Atlético: Moyà, Juanfran, Miranda, Godín, Siqueira, Arda Turan, Gabi, Tiago, Koke (Saúl Ñíguez 10; Raúl García 71), Mandžukić, Griezmann (Torres 77).

Madrid: Casillas, Carvajal, Varane, Nacho, Coentrão (Marcelo 59), Khedira (Jesé 46), Kroos, Isco (Illarramendi 68), Bale, Benzema (Hernández 73), Ronaldo.

• გუნდები საერთო ჯამში ერთმანეთს 201 ლიგის და თასის შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, საიდანაც 103-ჯერ "მადრიდის რეალმა" იმარჯვა, 50-ჯერ "ატლეტიკომ" და 48 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

მატჩის პერიპეტიები:


"ატლეტიკო"


• "წითელი და თეთრები" ევროთასების 1/4 ფინალში მეშვიდედ არიან და ეცდებიან მეხუთე ნახევარფინალი ითამაშონ;

• "ატლეტიკოს" მოგებული აქვს შვიდი და წაგებული აქვს 5 თავისი 15 ევროთასების შეხვედრიდან ესპანური გუნდების წინააღმდეგ, მათ შორის "ბარსელონაა", რომელსაც წინა სეზონში საერთო ჯამში 2:1 მოუგეს მეოთხედფინალში;

• მიმდინარე სეზონში სიმეონეს შეგირდები ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან. მადრიდში მათ სამი ჯგუფური შეხვედრა მოიგეს, ხოლო გოლების სხვაობა კი 10:0-ზე იყო. მათ დაამარცხეს: "ლევერკუზენის ბაიერნი" 1:0 სახლში 1/8 ფინალში, საერთო ჯამში 1:1 მორჩა შეხვედრა და თერთმეტმეტრიანი დარტყმებით მადრიდელები 3:2 ანგარიშით გავიდნენ 1/4 ფინალში;

• ლიგის წინა სეზონის გამარჯვებულებს მოგებული აქვთ "კალდერონზე" ჩატარებული 23 შეხვედრიდან 21 მათგანი. მათი ერთადერთი წაგება თარიღდება 2013 წლით, როცა ევროპის ლიგის 1/16 ფინალში "რუბინთან" დმაარცხდნენ 2:0;

• ჩემპიონთა ლიგის ლისაბონის ფინალის მარცხი ერთადერთი იყო "მადრიდის ატლეტიკოსთვის" ბოლო ცხრა შეხვედრაში ესპანური გუნდების წინააღმდეგ (მოგება-5, ფრე-3) 2004 წელს "ვილიარეალის" წინააღმდეგ ინტერტოტოს თასზე განცდილი მარცხის შემდეგ.

"მადრიდის რეალი"


• "თეთრები" მეხუთე სეზონია 1/4 ფინალში გადიან - მათ მოიგეს ოთხივე წინა შემთხვევაში - "მადრიდის რეალს" აქვს შანსი გახდეს პირველი გუნდი, რომელიც შეძლებს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შენარჩუნებას.

• "ბლანკოსების" ათმატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა "შალკესთან" "ბერნაბეუზე" განცდილი 4:3 მარცხის დროს.

• "მადრიდის რეალს" თავის ბოლო ათი გასვლითი შეხვედრიდან მოგებული აქვს რვა. მიმდინარე სეზონში ანჩელოტის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა მოიგეს. მათი ერთადერთი მარცხი თარიღდება წინა სეზონში "დორტმუნდის ბორუსიას" წინააღმდეგ, როცა გერმანიაში 2:0 დათმეს;

• წინა 28 ჩემპიონთა ლიგის გასვლითი შეხვედრიდან, "თეთრებმა" მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხეს გოლის გატანა. ეს 2009/10 წლების სეზონში მოხდა "ლიონის" წინააღმდეგ, როცა 1/8 ფინალში საერთო ჯამში 2:1 ანგარიშით დამარცხდნენ. მათ ანგარიშზე 28 გასვლითი შეხვედრიდან მხოლოდ ხუთი წაგებაა;

• ანჩელოტის შეუძლია გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ტიტულს ოთხჯერ მოიგებს. "მილანთან" ერთად მან 2003 და 2007 წლებში მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ანალოგიური რამ გააკეთა ფეხბურთელის რანგში 1989 და 1990 წლებში "მილანის" რიგებში;

მწვრთნელის და ფეხბურთელების ურთიერთდაპირისპირებები:


• ანჩელოტი და სიმეონე, როგორც ფეხბურთელები ერთმანეთს 1991 წლის იანვარში დაიპირისპირდნენ, როცა "მილანმა" "პისა" 1:0 დაამარცხა;

• მწვრთნელების რანგში ისინი ერთმანეთს 11-ჯერ შეხვდნენ. სიმეოენმ მოიგო ხუთი მატჩი, ანჩელოტიმ სამი, ხოლო სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა;

• ხუანფრანი "მადრიდის რეალის" აკადემიის აღზრდილია და 2003/04-2004/05 წლებში პირველ გუნდშიც ითამაშა 6 თამაში;

• ისკო, ასიერ ილარამენდი, ნაჩო, დანიელ კარვახალი და კოკე 2013 წელს უეფას ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში გამოდიოდნენ;

• ეროვნული ნაკრებებში თანაგუნდელები არიან:

მარსელო და მირანდა (ბრაზილია)
რონალდუ, კოენტრაუ, პეპე და ტიაგო (პორტუგალია)
ვარანე და გრიზმანი (საფრანგეთი)
მოდრიჩი და მანჯუკიჩი (ხორვატია)
ხუანფრანი, კოკე, მარიო სუარესი, ისკო, კარვახალი, რამოსი და იკერი (ესპანეთი)

• ყოფილი თანაგუნდელები კლუბში:
ბენზემა და ტიაგო ("ლიონი" 2005-2007)
ილარამენდი და გრიზმანი ("სოსეიდადი" 2010-2013)

• რონალდუს ანგარიშზე "ატლეტიკოს" კარში გატანილი 16 გოლია 20 შეხვედრაში, მათ შორის ჰეთრიკი 2012 წლის 11 აპრილს ლიგის 4:1 მოგებულ თამაშში;

• რამოსი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მოედნიდან ორჯერ გააძევეს: 2006 წლის 1 ოქტომბერს 1:1 ლიგის შეხვედრაში და 2009 წლის ნოემბერში 3:2 "რეალის" მიერ მოგებულ მატჩში;

მატჩის ფაქტები:


"ატლეტიკო"


• ანსალდი, გაბი, ხესუს გამესი, მარიო სუარესი და ფერნანდო ტორესი მომდევნო თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ, თუ დღეს ყვითელი ბარათი მიიღეს. გოდინი და ტიაგო კი დისკვალიფიკაციას სასჯელს ასრულებენ და მოედანზე დაბრუნდებიან;

• "ატლეტიკო" რვა თამაშია დაუმარცხებელია. აქედან ოთხი მოგებული აქვს;

• "ატლეტიკოს" "მალაგსთან" შაბათის დაპირისპირებამდე ხუთი თამაში გოლი არ ჰქონდა გაშვებული;

• გრიზმანს ლა ლიგაში 18 გოლი დაუგრობდა, რითაც გააუმჯობესი "სოსეიდადში" ნაჩვენები 16 გოლიანი მაჩვენებელი; ბოლო სამ შეხვედრაში მან ოთხი გოლის გატანა შეძლო;

• 21 მარტს "ხეტაფეს" წინააღმდეგ გატანილი ტორესის გოლი პირველი ლიგის გოლი იყო მისი "ატლეტიკოში" დაბრუნების შემდეგ;

"მადრიდის რეალი"


• კოენტრაუ, მარსელო და ტონი კროოსი დღევანდელ შეხვედრაში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ თამაშს გამოტოვებენ;

• ბოლო შვიდი შეხვედრიდან "თეთრებმა" სამი მათგანი დათმეს;

• 5 აპრილს "თეთრებმა" "გრანადას" 9:1 დამარცხებით ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმეს 1967 წლის შემდეგ;

• "გრანადას" წინააღმდეგ რონალდუმ ხუთი გოლი გაიტანა, რაც პირველად მოხდა მის პროფესიონალურ კარიერაში. მან ამით 300 გოლინ ნიშნულს მიაღწია;

• მიმდინარე სეზონში რონალდუს ანგარიშზე 38 გატანილი გოლია ლა ლიგაში.

• 10 მარტს "შალკესთან" განცდილი 4:3 მარცხის შემდეგ, "რეალს" დაუბრუნდა რამოსი და ხამეს როდრიგესი;

შესაძლო შემადგენლობა:


"ატლეტიკო": Oblak; Juanfran, Miranda, Godín, Gámez; Arda Turan, Tiago, Suárez, Koke; Griezmann, Mandžukić.

• საეჭვოა: Raúl García (მკლავის დაზიანება)

"მადრიდის რეალი": Casillas; Carvajal, Pepe, Ramos, Marcelo; Kroos, Modrić, James; Bale, Benzema, Ronaldo.

• საეჭვოა: Khedira (ზურგის ტრავმა), Coentrão (მუხლის ტრავმა)

მიმდინარე ფორმა (ყველა ტურნირი):


"ატლეტიკო": ფ მ მ მ მ ფ

"მადრიდის რეალი": წ მ წ მ მ მ

წ=წაგება; მ=მოგება; ფ=ფრე

წყარო:Uefa.com dle 10.1

  • shvela
  • 14 აპრილი 2015
  • 6754
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)