რამოსი:"ჩემპიონთა ლიგის 100 მატჩიანი ნიშნული შესანიშნავი იქნება"

ვიცე-კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთნ საინტერესო და მრავლისმომცველი ინტერვიუ ჩაწერა...


დაგვიხასიათეთ თქვენი თავი, რა მოგწონთ ვარჯიშებზე, როდესაც გუნდთან ერთად ხართ?

არ ვარ ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის ქება უყვარს. დახასიათებას ნამდვილად ვერ მოგცემთ, ეს სხვისი საქმეა. თავდაუზოგავი შრომა და მოტივაცია მუდამ თავ მსდევს, სწორედ ეს არის წარმატების საიდუმლო. გუნდთან ერთად შეუვალი უნდა იყო და ყველა დაბრკოლება გადალახო.

ჩემპიონთა ლიგის 80 მატჩიან ნიშნულს უახლოვდებით, რაც დიდებული შედეგია...

ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავი ტურნირია, სადაც ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს. თითოეული შეგირდი საოცარი სიმტკიცით გამოირჩევა და ცდილობს, რომ მთელ მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები. ატმოსფერო, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს აქვს, გასაოცარი და ფრიად სასიამოვნოა. ყველაფერთან ერთად ლიგას დიდი გამოცდილება მოაქვს, ვინაიდან მსოფლიო დონის ფეხბურთელთა წინააღმდეგ გიწევს ბრძოლა.

შარშანდელი 1/2 ფინალი არავის დაავიწყდება. მიუნხენში საოცრებები შემოგვთავაზეთ, თქვენ უდიდესი წვლილი შეიტანეთ ფინალში გასვლაში. რა მოგონებები გაქვთ?

ის მომენტები დაუვიწყარია. მიუნხენში ვიზიტამდე გავიგე, რომ მეგობრის დედა გარდაიცვალა. გოლები სწორედ მას მივუძღვენი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ "ალიანც არენაზე" ასე მარტივად მოვიგებდით. "რეალმა" შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და გულშემატკივრებს დიდი სიხარული მიჰგვარა.

შარშან ფინალშიც გაიტანეთ. ფიქრობთ, რომ ფორვარდს ფუნქციები შეასრულეთ?

ნამდვილად არა. ფორმის პიკში ვიყავი და გუნდის დახმარებას ვცდილობდი. ფინალამდე მისვლამდე წინახაზელებმა ლომის წვლილი შეიტანეს, მაგრამ მე გამიმართლა და გადამწყვეტ ეპიზოდებში შევძელი თავის გამოჩენა. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გატანილი გოლი საოცარი იყო."

რას იხსენებთ იმ წუთებიდან?

ეს იყო ისტორიული მომენტი, რომელსაც შვილებს და შვილი-შვილებს ყოველთვის მოვუყვები. მაშინ უდიდესი სიხარული განვიცადე არამხოლოდ მე, არამედ სხვებმაც. თავდადებამ და მებრძოლმა სულმა შედეგი გამოიღო. არ გავტყდით და ბოლომდე გვჯეროდა წარმატების.

უდიდესი გამოწვევის წინაშე დგახართ? 1/4 ფინალში უშუალო კონკურენტი გყავთ "ატლეტიკოს" სახით, ლა ლიგაში კი სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა...

გეთანხმებით. "რეალი" მართლაც გარდამტეხი თამაშების ზღვაზეა. "ლა დესიმას" დაცვა აუცილებელია. თუ მე-11 თასს მოვიპოვებთ, ქომაგებს უდიდეს სიხარულს და ბედნიერ წუთებს ვაჩუქებთ. ისტორიაში ცვლილებების შეტანის დროა. "ბლანკოსი" უნდა გახდეს კლუბი, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიგებს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს.

რას ელით მეტოქისგან?

"ატლეტიკო" ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან განვითარდა. მათ არნახული პროგრესი აჩვენეს. შარშან ლა ლიგის მოგება შეძლეს , ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი უდიდესი შანსი ჰქონდათ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მეტოქეს საკუთარი ფეხბურთი შევთავაზოთ და შეცდომები არ დავუშვათ. თითოეულ მომენტში უშეღავათო ბრძოლაა საჭირო. სიმეონეს შრომისმოყვარე ფეხბურთელები ჰყავს, ამიტომ დიდი ბრძოლა გველის.

გვიამბეთ თქვენი როლის შესახებ მადრიდის "რეალში"...

სამეფო კლუბში გადმოსვლის შემდეგ 10 წელი გავიდა. 2005 წლის შემდეგ ბევრი რამე მოხდა, უდიდესი გამოცდილება მივიღე. იმედი მაქვს, ჩემპიონთა ლიგის 100 მატჩიან ნიშნულსაც მივაღწევ და შედეგებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ. იყო "რეალის" ვიცე-კაპიტანი დიდ პასუსმგებლობასთან არის დაკავშირებული, ამასთანავე უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ისტორიულ კლუბს წარმოადგენ.

და ბოლოს. რა იქნება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის გასაღები?

უშეღავათო ბრძოლა და თავდადება. ფეხბურთელებმა იციან, რამხელა წინაღობა გველის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. ჩვენ მიზანი დავსახეთ, რომელიც უნდა შევასრულოთ. ჯერ არ ვფიქრობთ 1/2 ფინალსა და ფინალზე, ვინაიდან უდიდესი კონკურენტი გვყავს 1/4 ფინალში. dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2015
  • 2853
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)