მარსელო:"ძალიან ძლიერები ვართ და შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით"

ბრაზილიელი ფეხბურთელი, მარსელო, კარლო ანჩელოტისთან ერთად საპრესკონფერენციო დარბაზში გამოცხადდა და ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა...


"ძალიან ძლიერები ვართ. ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. გუნდში ოპტიმიზმი სუფევს."

"შარშანდელი ფინალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ის სიხარული არავის დაგვავიწყდება, მაგრამ არც "ატლეტიკო" დაივიწყებს მიღებულ დარტყმას. მას შემდეგ დერბი ბევრჯერ გაიმართა. სამწუხაროდ, სიმეონეს გუნდმა სამეფო თასზე გვაჯობა, ლა ლიგის ბოლო შეხვედრაში კი 4 გოლი გაგვიტანა."

"ხვალინდელ შეხვედრაზე დიდ ყურადღებას ვამახვილებთ. აღარაფერი გვაინტერესებს სიმეონეს გუნდის გარდა."

"ვფიქრობ, კრიზისი დაძლეულია და უფერული თამაშის შემდეგ გუნდი ათამაშდა. 1/4 ფინალს მზადყოფნაში ვხვდებით."

"ეს არ არის შეხვედრა, სადაც უკომპრომისო ბრძოლა იქნება. "რეალის" ფეხბურთელები არაფერს დათმობენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიურ აზრზეა "ატლეტიკოც", თანაც მათ სიმეონეს სახით დიდი მოტივატორი ჰყავს. თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. გამარჯვება ჩვენი ვალია."

"მადრიდის "ატლეტიკო" ინტენსიური და სწრაფი ფეხბურთით გამოირჩევა. დიეგოს შეგირდები შესანიშნავად იყენებენ მეტოქის უყურადღებობას და კონტრ-შეტევას წარმატებით აგვირგვინებენ. ორივე შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიდგეთ და 90 წუთის მანძილზე კონცენტრაცია არ დავკარგოთ."

"გუნდი შესანიშნავ ფორმაშია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წლის დასაწყისი არასახარბიელო იყო, თუმც ახლა ყველაფერი რიგზეა."

"ხვალინდელი შეხვედრის გეგმა დეტალურად გავწერეთ. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის , თუ რა უნდა გააკეთოს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ."

"ლისაბონში გუნდს დავეხმარე და ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი მოვიპოვეთ. მწვრთნელმა დიდი ნდობა გამომიცხადა. ის ემოციები დაუვიწყარია. ვიმედოვნებ, მე-11 თასს მოვიგებთ." dle 10.1

  • Hala
  • 13 აპრილი 2015
  • 2372
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)