ანჩელოტი:"დამაჯერებლად ვითამაშეთ, შემადგენლობამ კი ამოისუნთქა"

კარლო ანჩელოტიმ "ეიბარის" დამარცხების შემდეგ პრეს-კონფერენცია გამართა...


"დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ. ხესემ და ჩიჩარიტომ შესანიშნავად ჩაანაცვლეს კარიმ ბენზემა და ბეილი, ორივე მათგანმა გოლი გაიტანა და გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარა."

"პეპემ ტკივილი იგრძნო, რადგან უხეში მომენტი იყო, თუმცა ის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება."

"ისკო და ხამესი? არ ვიცი, ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია, ყველაფერს მზადებისას გავარკვევ."

"4-0 ყველას ახსოვს, ეს კი დამატებითი მოტივაცია გახლავთ. მადრიდის "რეალს" რევანშის საშუალება მიეცა. ბოძებული შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ."

"სერხიო რამოსის თამაში მადრიდულ დერბიში მნიშვნელოვანი იქნება. ესპანელ მცველს ლიდერის თვისებები აქვს. მისი ბრძოლისუნარიანობა და ჟინი გუნდს გამოადგება."

"კრიშტიანო რონალდუს ყოველთვის სურს გატანა და არასდროს კმაყოფილდება მიღწეული შედეგით. ვფიქრობ, ბომბარდირობის დიდი შანსი აქვს."

"სიმეონეს გუნდთან ინტენსიურ თამაშს გპირდებით, მაგრამ სხვა კომპონენტებშიც სერიოზული მუშაობა გვმართებს. თანაქალაქელები დიდ ენერგიას ხარჯავენ. "რეალმა" მოწინააღმდეგეს საკუთარი ფეხბურთი უნდა მოახვიოს თავს."

"ჩიჩარიტო ბევრს მუშაობს, ის ივნისის ბოლომდე "რეალის" საკუთრება იქნება, შემდეგ კი მანჩესტერისკენ აიღებს გეზს და მომავალს გადაწყვეტს."

"სამშბათს ოპტიმისტურად ვუყურებ."

"მოდრიჩის, რამოსის და მარსელოს დასვენება გადავწყვიტე, რადგან ისინი გადაღლილები იყვნენ. კრიშტიანო რონალდუს დაღლილობის არაფერი ეტყობა, მისი ფიზიკური კონდიცია დამაკმაყოფილებელია, ამიტომ 90 წუთი იყო მოედანზე." dle 10.1

  • Hala
  • 11 აპრილი 2015
  • 3949
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)