ბუტრაგენიო:"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ"

ემილიო ბუტრაგენიოს განცხადებით, მადრიდის "რეალი" წინსვლას განაგრძობს...


"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. გასული 3 ტური ერთ კვირაში გაიმართა, რაც უდიდეს ძალას მოითხოვდა, მაგრამ ფეხბურთელებმა დაკისრებული მოვალეობა თვალწარმტაცად შეასრულეს."

"პეპემ ყველა შეაშინა, მაგრამ მალევე წამოდგა და შეხვედრა განაგრძო. ვფიქრობ, საგანგაშო არაფერია."

"ხესეს და ხავიერ ერნანდესის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. როდრიგესმა შესანიშნავი დრიბლინგის წყალობით გოლი გაიტანა და კლუბს წარმატების მიღწევაში დაეხმარა. ესპანელი ნელ-ნელა ფორმაში დგება, მან უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და 10 თვე დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. ჩიჩარიტო? მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მოთამაშეა და "ბლანკოსში" საფუძვლიანად ირიცხება."

"ბედნიერი ვარ, კრიშტიანოს პროგრესით. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გოლების გატანა დაიწყო. შვიდიანი კვლავაც გვანებივრებს შესანიშნავი თამაშით."

"ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ვიფიქრებთ. მადრიდული დერბი ურთულესი იქნება. მოგეხსენებათ, წლევანდელ სეზონში "ატლეტიკომ" არაერთხელ დაგვჯაბნა. მგონი, დროა გავიხსენოთ შარშანდელი სეზონი და თანაქალაქელები დავამარცხოთ."

"გარეთ ბეილი განაცხადს მიღმა დარჩა. უელსელ ფეხბურთელს მცირე დაზიანება აწუხებს. ხვალ მედიკოსები დასკვნას მოგვცემენ, შემდეგ კი თავად კარლო გადაწყვეტს ითამაშებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში."

"სეზონი ძალიან გრძელია. ბუნებრივია, რომ ყველა შეხვედრას ერთნაირად ვერ ჩაატარებ, მაგრამ ახლა "ბლანკოსს" ცუდი ხანა არ უდგას, კარგ ფორმაში ვართ." dle 10.1

  • Hala
  • 11 აპრილი 2015
  • 2192
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)