ანჩელოტი: "ვალდებულნი ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ"

კარლო ანჩელოტიმ "ეიბართან" დაპირისპირებამდე პრეს-კონფერენცია გამართა.


"ჩვენი მომდევნო მატჩი "ეიბარის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი იქნება. სეზონი ძალიან დაიძაბა და ახლაშეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. ვალდებულნი ვართ ბოლომდე ვიბრძოლოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ."

ბეილი: "უელსელი ვარსკვლავი ტრავმირებულია და გადავწყვიტე იგი შემადგენლობაში არ შევიყვანო. გარეთი დაისვენებს და იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩისთვის სრულ მზად-ყოფნაში იქნება."

კრიშტიანო რონალდოს ყვითელი ბარათი: "გაოცებული დავრჩი, როდესაც CR7 "რაიოსთან" გააფრთხილეს. კომიტეტის გადაწყვეტილებით საბედნიეროდ მას ბრალდება და დისკვალიფიკაცია მოუხსნეს. ვფიქრობ მთავარმა არბიტრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს ამ ეტაპზე უკვე მეორე ხარისხოვანია. მთავარია კრიშტიანო "ეიბართან" თამაშს შეძლებს."

კეილორ ნავასი და როტაცია: "მეკარეების პრობლემა ზოგადად ის არის, რომ ისინი მხოლოდ მაშინ შემოდიან მინდორზე თუ ძირითადი კიპერი წითელ ბარათს ან ტრავმას იღებს. ყოველთვის ვცდილობ შანსი მივცე მეორე მეკარეს, რადგან ისინი ჩვეულებრივი ფეხბურთელებივით ვერ შემოდიან ყოველ შეხვედრაში შეცვლაზე და ბოლო 10 წუთს ვერ თამაშობენ."

სასტარტო შემადგენლობა: "ის თერთმეტი კაცი, რომელიც ძირითადში მოხვდება დარწმუნებული იყავით, რომ გასულ ვარჯიშზე თავის გამოჩენის შედეგად შევარჩიე. სესიებზე მოთამაშეები ბოლომდე იხარჯებიან და მინდა რომ მათ შრომა დავუფასო."

ხესე: "იგი ნელ-ნელა დაიბრუნებს ფორმას მე ამაში დარწმუნებული ვარ. ხესე ამჟამად კვლავ რეაბილიტაციას გადის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მას საკმაოდ მძიმე ტრავმა აქვს გადატანილი და თითქმის ერთი წელი გაუცდა. ამის გამო როდრიგესის კრიტიკა არ შეიძლება. საბედნიეროდ თამაშს იწყებს სამი ხედირაც და იმედს გამოვთქვამ, რომ სეზონის ბოლო ჩემი თითოეული მოთამაშე საუკეთესო ფიზიკურ კონდიციაში იქნება."

პეპე: "პეპს დაბრუნებამ გამახარა. იგი სრულად არის მზად თავისი თანაგუნდელების დასახმარებლად. თუმცა მისი დაბრუნება და განაცხადში შეყვანა იმას არ ნიშნავს, რომ პორტუგალიელი ცენტრალური მცველი აუცილებლად მოხვდება ძირითად შემადგენლობაში."

ბეილის და კროოსის შემცვლელები: "ჩემი აზრით, თითოეული მოთამაშე იმსახურებს ამ ორი ვარსკვლავის ადგილის დაკავებას ხვალინდელ დაპირისპირებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი შანსი ასიერ ილარამენდის და ხესე როდრიგესს ექნებათ."

Marca.com dle 10.1

  • Junior
  • 10 აპრილი 2015
  • 4263
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)