ხამესი - 10 კარატიანი ოქრო!

მიუხედავად სკეპტიკოსების მიერ გამოთქმული მოსაზრებისა, რომ ხამესი არ ღირდა მასში გადახდილ უზარმაზარ თანხად, დღევანდელი სიტუაცია სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს.


ხამესი ნამდვილად ღირდა იმ თანხად, რომელიც მასში გადაიხადეს. ის 13 კარატიანი ოქროა-იმდენი, რამდენი გოლიც მან გაიტანა, ან 12 კარატიანი - იმდენი, რამდენი საგოლე გადაცემაც მან გააკეთა. ფაქტიუ ჯიუტია და ის ყველაფერზე მეტყველებს. "მადრიდის რეალის" ახალი 10-იანი ბრწყინვალე სეზონს ატარებს . მაჩვენებელი შეიძლება უკეთესიც ყოფილიყოს, რომ არა ის ორთვიანი იძულებითი დასვნება, რომელიც კოლუმბიელ ფეხბურთელს ჰქონდა.

მისი წარმატებები მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთელი ღირს იმ 80 მლნ. ევროდა, რომელიც მასში "მადრიდის რეალმა" გადაიხადა. კოლუმბიელი კლუბში იმ ზეწოლით მოვიდა, რასაც დიდი სატრანსფერო ფასი ნიშნავს. კლუბმა მაქსიმალურად გამოიყენე დი მარიას სანაცვლოდ მიღებულლი თანხა და მისი ინვესტირება მოახდინა მსოფლიო ჩემპიონატის ვარსკვლავში.

80 მლნ. და 10 ნომერი - "მადრიდის რეალში" მორიგი ოქროს ბიჭუნა მოვიდა. გალაქტიკის ღირსებული გამგძელებელი.

ანჩელოტიმ ახალწვეულს ნდობა გამოუცხადა და კოლუმბიელმაც შესაბამისი პასუხი გასცა მწვრთნელის ნდობას. ის მალე დადგა მნშვნელოვანი როლის მატარებელ მოთამაშედ კლუბში. ის ორი თვე, რომლის მანძილზეც ხამესი აკლდა კლუბს, მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის ფეხბურთელთან გვაქვს საქმე. ის ბრწყინვალე იყო "გრანადასთან" და ასევე "ვალეკასზე". ორი თამაშის შემდეგ ყველასთვის ნათელია, თუ ვინ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე წუთებიდან.

"მადრდის რეალის" მიერ მოგებული ორი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ხამესი მოედანს დაუბრუნდა. "თეთრების" 10-იანს პირდაპირი ზეგავლენა აქვს მადრიდული კლუბის წარმატებებზე. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. "მადრიდის რეალმა" 22 შეხვედრაში 19 გამარჯვებას მიაღწია მასთან ერთად, ხოლო მის გარეშე ჩატარებული რვა თამაშიდან, ოთხი მოგება, ერთი ფრე და სამი წაგებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხამესთან ერთად "მადრიდის რეალი" 86% შემთხვევაში იგებს, მის გარეშე ეს მაჩვენებელი 50%-მდე ჩამოდის.

წყარო: MARCA.com dle 10.1

  • J.Z.
  • 10 აპრილი 2015
  • 2983
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)