კამაჩო კვლავ ფლორენტინოს წინააღმდეგ

ხონე ანტონი კამაჩო და ფლორენტინო პერესი ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად წარსდგებიან მას შემდეგ,რაც მწვრთნელი წავიდა გუნდიდან,იმ დროს როცა ფლორენტინო პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.


ხოსე ანტონიო კამაჩო დემონსტრაციას უკეთებდა თავის ხასიათს,ყოველთვის როცა იგი ხდებოდა მადრიდის "რეალის" მწვრთნელი.მისი დებიუტი კლუბში 1998 წელს შედგა,მაშინ კლუბს ლორენცო სანსი მართავდა.2004 წელს როცა,კლუბს ფლორენტინო პერესი მართავდა,კამაჩომ გუნდი მესამე ტურის შემდეგ დატოვა."ეს გუნდი არ ფუნცქიონირებს,არ ფიქრობს შედეგზე,ამიტომ კლუბი ჩემს ხელში პროგრესს ვერ განიცდის" ესეთი განცხადება გააკეთა მაშინ მთავარმა მწვრთნელმა.

დღეს პერესი და კამაჩო ერთმანეთს პირველად "შეერკინებიან" იმ გადადგომის შემდეგ."მე ეხლა კარგი ურთიერთოება მაქვს პერესსთან"-განაცხადა გუშინ პრესკონფერენციაზე "ოსასუნას" მთავარმა მწვრთნელმა.

უთანხმოება პრეზიდენტს და მწვრთნელს შორის დაიწყო 2004 წელს,როდესაც კამაჩოს დაუკითხავად პერესმა მაიკლ ოეუნი იყიდა.მაშინ მწვრთნელი პერესს,ცენტრალური ნახევარმცველის ყიდვას სთხოვდა."ეს ერთადერთი რამ,არის რაც ჩვენ გვაკლია იმისთვის,რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ"-აცხადებდა ხოსე ანტონიო.მაგრამ პრეზიდენტმა მაშინ მწვრთნელს ყური არ დაუდგდო და ოქროს ბურთის კიდევ ერთი მფლობელი გადმოიბირა გუნდში.იგი შეუერთდა ფიგუს,რონალდოს და ზიდანს.კამაჩოს ნაქები პატრიკ ვიეირა კი გუნდმა არ იყიდა.ასევე პერესმა დაბლოკა კამაჩოს თხოვნა,ემერსონის ყიდვის შესახებ.ბოლოს კი ხოსე ანტონიოს სურვილით გუნდში გადმოყვანილ იქნა ჯონათან ვუდგეითი.

თუმცა ოსასუნას ამჟამინდელი მწვრთნელი ფიქრობდა,რომ იმ დროისთვის გუნდს მწვრთნელი კი არა პრეზიდენტი მართავდა და რამოდენიმე "გალაქტიკოსიც" კი.აზიის ტურნემ იგი ამაში საბოლოოდ დაარწმუნა.ფიგუმ და რონალდომ მაგალითად უარი თქვეს,რამოდენიმე მატჩში მონაწილეობის მიღებაზე.

ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში კი "რეალი" სულაც "ლევერკუზენთან" 0-3 დამარცხდა,სხვათაშორის მაშინ რონალდო და ფიგუ 58 წუთზე იქნენ შეცვლილნი,ეს კი უკვე მწვრთნელს და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტზე მიუთითებდა.შემდეგ მატჩში,რომელიც ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტური გახლდათ "ესპანიოლის" წინააღმდეგ,მთავარ შემადგენლობაში არ მოხვდნენ რაული და დევიდ ბექჰემი.გუნდი მაშინ 0-1 დამარცხდა,გზად მადრიდისკენ კი კამაჩომ კლუბის სპორტულ დირექტორს ემილიო ბუტრაგენიოს აუწყა,რომ იგი ვეღარ შეძლებდა გუნდის მართვას.მხოლოდე ვისენტე დელ ბოსკემ,რომელიც კამაჩოს მეგობარია,შეძლო ამ გუნდის ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა.საბოლოოდ კამაჩო წავიდა."მე მაქვს ჩემი სტილი,ჩემი ცხოვრება,ჩემი ხედვა და მე ვერ ვხედავ ამ ყველაფერს მოედანზე" განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ხოსე ანტონიო კამაჩო 8 გზის ესპანეთის ჩემპიონია მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში,4 გზის ესპანეთის თასის,2 გზის უეფას თასის და ჩემპიონთა თასის.შემდგომში კი "რაიო ვალეკანოს","ესპანიოლის","სევილიის","ბენფიკის" და ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვერ შეძლო "გალაქტიკოს" მართვა.როგორც მწვრთნელი იგი მადრიდელთა წინააღმდეგ 11 ჯერ წარსდგა,საიდანაც მოიგო 5 შეხვედრა და 1 ფრედ დაამთავრა.დღეს კი მისი გუნდი კვლავ წარსდგება "რეალის" წინააღმდეგ,რომელიც კამაჩოსთვის მშობლიურია. dle 10.1

  • raul777
  • 3 იანვარი 2010
  • 1380
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)