2010 წლის პირველი გაჩერება პამპლონაა

მადრიდის "რეალი" 2010 წელს იწყებს,არც თუ ისე იოლი გასეირნებით,მათ პამპლონაში მოუწევთ საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან შერკინება.სტატისტიკის მიხედვით სამეფო კლუბმა 13 ჯერ იმარჯვა,10 ჯერ კი დამარცხდა.


თანაც პამპლონელების ხასიათიდან გამომდინარე, რომლებიც გრანდებს ნამდვილ ომს უცხადებენ კლუბს მძიმე მატჩი ელის.მასპინძელთა გუნდს სათავეში "მადრიდისტა" ხოსე ანტონიო კამაჩო უდგას.სხვათაშორის მას შაბათს არც წარუდგენია გუნდის შემადგენლობა.კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამ წუთამდე სამი ფეხბურთელის თამაში.საუბარია,ექს-მადრიდელ კარლოსზე,ასპილიკეტზე და მონრეალზე.სამივე მათგანი ტრამვას უჩიოდა და საეჭვოა მათი ხილვა დღეს მოედანზე.ამით კლუბის პრობლემები არ დამთავრებულა,ასევე გუნდს ვერ დაეხმარება ძირითადი შემადგენლობის ორი ცენტრალური მცველი,დისკვალიფიცირებული ხოსეტჩო და ტრამვირებული სერხიო ფერნანდესი.მათ მაგივრად დღეს ითამაშებენ მიგელ ფლანიო,რომელმაც ადგილი დაკარგა შემადგენლობაში "ვალენსიასთან" გაძევების შემდეგ და ბრაზილიელი როვერსიო,რომელმაც 3 თვის წინ მუხლის ტრამვა მიიღო "ხეტაფესთან" მატჩში.თუმცა ესპანელ თავკაცს დიდად ეიმედება ორი გოლეადორის,ვალტერ პანდიანისა და კარლოს არანდუს,რომლებმაც ორი მატჩი გამოტოვეს "მალიორკას" და "ბილბაოს" წინააღმდეგ.ურუგვაელი და ანდალუზიელი თავდამსხმელი "ოსასუნას" შეტევებს რა თქმა უნდა სიმწვავეს შემატებს.

რაც შეეხება სამეფო კლუბს,პელეგრინიმ საბოლოოდ მაინც არ გარისკა კაკას შემადგენლობაში დაყენება,დატოვა რა იგი მადრიდში და ყველა იმ ფეხბურთელს უხმო,რომლებმაც "სარაგოსა" გააცამტვერეს "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჯერ კიდევ 2009 წელს.არ ითამაშებენ დღეს,ტრამვირებული გუტი და ნისტელროი.მამადუ დიარა კი გაემგზავრა აფრიკაში.გუნდს უბრუნდება ხაბი ალონსო და რაფაელ ვან დერ ვაარტი,რომელსაც არ უვარჯიშია მთელი კვირის განმავლობაში.

აღსანიშნავია,რომ "ბლანკოსის" გამარჯვების შემთხვევაში პრიმერა დივიზიონს ლიდერი შეეცვლება და ეს სამეფო კლუბი გახდება.ასე რომ,თუ "რეალმა" დღეს იმარჯვა,2010 წელს კლუბი ლიდერის რანგში დაიწყებს.

"რეალის" ვიზიტები პამპლონაში ბოლო ათი წლის განმავლობაში,საკმაოდ ემოციური და დადძაბული გამოდგა,ეს აისახებოდა როგორც პრესის მიმოხილვებში ასევე მოედანზე.სტატისტიკის მიხედვით "რეიო დე ნავარაზე" დედაქალაქელებმა 31 მატჩიდან მხოლოდ 10 ჯერ იწვნიეს მარცხი,13 შეხვედრაში კი გამარჯვებას მიაღწიეს.ეს თითქმის 42% უდრის გამარჯვებისა მოედანზე რომელიც ალბათ "ბლანკოსისთვის" რიგით მესამეა სადაც კლუბს ძალიან უჭირს თამაში,"კამპ ნოუს" და "სან მამესის" შემდეგ.დღეს "რეალს" კვლავ მოუწევს წარსდგეს იმ გულშემატკივართა წინაშე,რომლებიც "ანტიმადრიდისტულად" არიან განწყობილი უკვე 80-იანი წლებიდან მოყოლებული.კულმინაცია კი ამ კლუბებს შორის ალბათ იყო 1989 წლის მატჩში,როდესაც ტრიბუნიდან ნასროლი პეტარდი პირდაპირ პაკო ბუიოს მოხვდა,რის შემდგომაც "ოსასუნამ" შემდეგი სამი მატჩში მაყურებლის გარეშე ჩაატარა.

ესეთ დახვედრებს მადრიდელებს,"ოსასუნას" გულშემატკივრები ხშირად უწყობენ,გასახსენებელია 2000 წლის მატჩში,როდესაც ბასკურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ სცადა თამაშის ჩაშლა,ასევე 2001 წელი,ივან ელგერა ისე გამოვიდა მწყობრიდან რომ კინაღამ "ოსასუნას" მცველი სცემა.2003 წელს მოედნიდან უკვე გაძევებულ იქნა ლუიშ ფიგუ,ასევე დევიდ ბექჰემი რომელმაც შუა თითი ანახა პამპლონელ გულშემატკივარს,მას შემდეგ რაც ყოველი მისი მისვლა კუთხურის ალამთან მთავრდებოდა სხვადასხვა საგნების გადმოგდებით.

თუმცა ეს ყველაფერი ბოლო წლებია,"რეალზე" არ მოქმედებს.ბოლო ხუთი მატჩიდან მადრიდელებმა "რეიო დე ნავარაზე" სამი მოიგეს.ბოლო მატჩი ამ მოედანზე 1:2 დასრულდა,იმ დროს უკვე მადრიდელებისთვის თამაშის ანგარიშს მნიშვნელობა არ ჰქონდა,პამპლონელები კი დასარჩენად იბრძოდნენ.

ყველაზე სასიხარულო მომენტი მადრიდელთათვის იყო 2008 წლის 4 მაისს.იმ დღეს ბერნდ შუსტერის გუნდი გამარჯვების შემთხვევაში ხდებოდა ესპანეთის ჩემპიონი,ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე.თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა,83 წუთზე პუნიალმა დააწინაურა მასპინძლები,მაგრამ ორიოდე წუთში არიენ რობენმა ანგარიში გაათანაბრა,87 წუთზე კი გონსალო იგუაინმა სულაც წინ გაიყვანა "რეალი" და სანატრელი ჯილდოც მადრიდელთა ნადავლი გახდა.
dle 10.1

  • raul777
  • 3 იანვარი 2010
  • 3077
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)