ზიდანი: "რონალდუ ძალიან ამბიციურია, ის ვარჯიშზეც გამარჯვებისკენ ისწრაფვის"

ზინედინ ზიდანმა უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.


რა თვისებების საშუალებით მოახერხა "მადრიდის რეალმა" წინა სეზონში მეათის მოგება?

არ აქვს მნიშვნელობა რა თვისებები აქვს გუნდს, ვინაიდან "მადრიდის რეალში" მუდამ არსებობს გამარჯვების ვალდებულება და სწორედ ამისთვის იღწვის გუნდი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება უეფას ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, თუ სუპერ თასი. "მადრიდის რეალი" ვალდებულია ყოველ წელს მოიგოს ტიტული.

თქვენმა გასაოცარმა გოლმა "მადრიდის რეალს" საშუალება მისცა მოეგო მეცხრე თასი 2002 წელს. ფიქრობდით მაშინ, რომ 12 წელი დაგჭირდებოდათ მორიგი ტიტულის მოსაგებად?

ეს მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ ძნელია ჩემპიონთა ლიგის მოგება. ესაა ჩემპიონატი, რომელსაც აქვს თავისი მოთხოვნები და მართლაც მიხარია, რომ მისი მოგება ასე ძნელია.

შეგიძლიათ აღწეროთ 2002 წელს თქვენს მიერ გატანილი გოლი?

ეს შემდეგნაირად მოხდა. სოლარიმ ბურთი კარლოსს გადააწოდა, რომელმაც რაღაც უჩვეულო ჩაწოდება განახორციელა. ამ ჩაწოდებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. კარლოს ნორმალურად რომ ჩაეწოდებინა, შესაძლოა მე ვერც დამერტყა და გოლი ვერ გამეტანა. ასე რომ, სიმართლე გითხრათ. მიხარია, რომ მან სწორედ ასე ჩააწოდა. საბოლოო ჯამში, შევძელი ბურთისთვის მიმართულების მიცემა და ის მეტოქის კარში გავიდა. ასე რომ, არაფერს არ შევცვლიდი კარლოსის ჩაწოდებაში. რაც უფრო ვიხსენებ იმ მომენტს, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ არანორმალური ჩაწოდება იყო. ერთადერთი, რაც მაშინ ჩემ თავს ვუთხარი იყო ის, რომ სწორი პოზიცია მომეძებნა, სხეული სწორად მომემართა, რაც გავაკეთე კიდევაც. ასეთი რაღაც, ცხოვრებაში ერთხელ ხდება და ეს მე გადმხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგა "მადრიდის რეალისთვის"?

როცა ამ კლუბსი ნაწილი ხარ, შენზე უდიდესი ზეწოლა მოდის. შენი მიზანი მუდამ არის ჩემპიონთა ლიგის მოგება. კარგია ამ ზეწოლის არსებობა - შენ თავს უნდა უთხრა, რომ შენი მიზანი ლიგის მოგებაა, ვინაიდან სწორედ ესაა ის, რისთვისაც შენ აქ მუშაობ.

რონალდუს ყოველდღე ნახულობთ ვარჯიშზე. რა არის მასში ასეთი განსაკუთრებული?

ესაა მისი დაუშრეტელი სურვილი, რომ მუდამ პროგრესირებდეს, რაც მე თან მაოცებს და ამავდროულად არც მიკვირს. ყველაზე გამოსარჩევი ჩემთვის არის ის, რომ მას მუდამ წინსვლა სურს. მიუხედავად იმისა, რომ ის იგებს ტიტულებს და უამრავი გოლი გააქვს, რონალდუს კიდევ უფრო მეტის მიღწევა სურს. რონალდუს ყოველთვის სურს დაანახოს ყველას, ვარჯიშზეც კი, რომ მას მოგება უნდა. ეს გასაოცარია. სწორედ ეს ამბიცია აძლევს პორტუგალიელს საშუალებას მუდამ საუკეთესო იყოს.

წყარო: Uefa.com dle 10.1

  • shvela
  • 8 აპრილი 2015
  • 2492
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (375)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)