ანჩელოტი: „ხამესი თუ ისკო? რთულია არჩევანის გაკეთება“

„რაიო ვალეკანოსთან“ თამაშამდე, ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.


„ხამესმა და ისკომ არა ერთი თამაში ჩაატარეს ერთად და საერთო ჯამში, მათმა ტანდემმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.ბეილმა გარკვეული დაზიანება მიიღო მარცხენა ფეხში და ტკივილები აწუხებდა.მოხარული ვარ, რომ ასეთი შემადგენლობა მყავს.თითქმის ყველა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაშია.მიმდინარე სეზონი როდრიგესისთვის სადებიუტოა მადრიდში, თუმცა ის ძალიან სასარგებლოა.ანალოგიურის თქმა შეიძლება ალარკონზეც.გამიმართლა, რომ ორივე ჩემი შეგირდია.“

„ისკო მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებს, რომ დიდი ფეხბურთელია.თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კოლექტივს ვწვრთვნი.სეზონის დასრულებამდე ყველას მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება.“

„ყოველ მესამე დღეს გვიწევს მოედანზე გამოსვლა და ლოგიკურია, რომ როტაცია იქნება.ფეხბურთელები პერიოდულად დაისვენებენ.“

„ძალიან რთულია, ხამესსა და ისკოს შორის არჩევანის გაკეთება.ისინი მეტად სასარგებლო მოთამაშეები არიან, რასაც ქომაგებიც აღნიშნავენ.ჩემთვის, ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია.მათ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლიათ ნაყოფიერი ბურთაობა.“

„დანილო მზად არის სამეფო კლუბში სათამაშოდ.“

„ვიცით, რომ „ვალეკასზე“ ადვილი გასეირნება არ გველოდება.ჩვენ კარგად ორგანიზებულ და ნათელი იდეებით აღსავსე კლუბს დავუპირისპირდებით.„რაიოს“ ფეხბურთელები ყრუ დაცვას არ თამაშობენ, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სადავეების ხელში ჩაგდებას, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.“

„ჩვენ დარჩენილი თამაშები უნდა მოვიგოთ.უპირატესობა „ბარსელონას“ ხელთაა.“

„ხედირამ გაიუმჯობესა ფიზიკური კონდიციები.ის 30 ივნისამდე „რეალის“ ფეხბურთელია და გამოვიყენებ, როდესაც საჭიროება იქნება.“

„ქომაგების სტევან დამატებითი მოტივაციაა იკერისათვის.დარწმუნებული ვარ, კასილიასი სასიკეთოდ გამოიყენებს ამას.“

„ხვალინდელ შეხვედრაში კაპიტანი დაიცავს გუნდის კარს, ხოლო „ეიბართან“ კეილორ ნავასი.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)