ხამესი: 12 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა

კოლუმბიელს შაბათს "ბერნაბეუ" ფეხზე წამოუდგა.


როცა თამაშის 61-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა მოედანი დატოვა, "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა ფეხზე წამოდა და აპლოდისმენტებით გააცილა კოლუმბიელი. ეს ყველაზე კარგი დაბრუნება იყო ხამესისთვის ტრავმის შემდეგ, რაც მან ჟურნალისტებთან საუბარშიც აღნიშნა. ხამესის მოედანზე გამოსვლის შემდეგ, "მადრიდის რეალი" უფრო სხვა რიტმში და უფრო სახიფათოდ უტევს. ეს გამოჩნდა "გრანადასთან" თამაშში, სადაც კოლუმბიელმა რონალდუს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა.

ციფრები ამბობენ, რომ ხამესი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, "მადრიდის რეალში" ტყუილად არ მოსულა. კოლუმბიელს საერთო ჯამში პირველ სეზონში ამ ეტაპისთვის 12 გოლი და 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ეს ყველაფერი კი 34 ჩატარებულ შეხვედრაში. ლიგაში ხამესმა რვაჯერ დაამწუხრა მეტოქე და ცხრაჯერ თანაგუნდელებს გაატანინა, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი გაიტანა და ერთხელ გაატანინა ხუთ შეხვედრაში. კოპა დელ რეიზე მის ანგარიშზე ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მოდის, კიდევ ერთი გოლის გატანა მან ესპანეთის სუპერ თასზე შეძლო.

წყარო: AS dle 10.1

  • shvela
  • 6 აპრილი 2015
  • 3262
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)