ბუტრაგენიო: "რონალდოს დღე იყო"

მადრიდის "რეალის" დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ "რანადასთან" მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"მადრიდელი გულშემატკივრისთვის ექსტრაორდინალური დღე გათენდა. 9-1 გამარჯვების შემდეგ ფანები დადებითი ემოციებით არიან დამუხტული და ეს ჩვენ გვაბედნიერებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს კრიშტიანო რონალდოს დღე იყო. მართალია მას ძალიან ბევრი აკრიტიკებს, თუმცა დღეს გამოჩნდა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ერთ-ერთი საუკეთესოა და ამას დღევანდელ შეხვედრაში გატანილი ხუთი გოლი მოწმობს."

"საკმაოდ დაძაბული ცხრილი გვაქვს. გასული შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დამაჯერებლად ვერ ვიასპარეზეთ. მომავალი მატჩები უფრო საინტერესო და დაძაბული იქნება. ვეცდებით უმაღლეს დონეზე გამოვიდეთ და გულშემატკივრები კვლავ გავახაროთ."

"საერთო ჯამში მთელი გუნდი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა "გრანადას" წინააღმდეგ. ხამეს როდრიგესი დიდებულად დაბრუნდა. მისმა აქტიურმა თამაშმა შეტევაში შედეგი გამოიყო. ჩინებულად იასპარეზა აგრეთვე ლუკა მოდრიჩმა. მათი დაბრუნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მომავალში აუცილებლად ვეცდებით ფანებს თანადგომისთვის მადლობა ორი ტიტულით, ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის თასებით გადავუხადოთ."

"პრიმერა დივიზიონში დარჩენილია სულ ცხრა მატჩი. სწორედ ამ შეხვედრების მოგება არის ჩვენი პროგრამა მინიმუმი. შეცდომების დაშვების უფლება აღარ გვაქვს." dle 10.1

  • Junior
  • 5 აპრილი 2015
  • 2884
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (39)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)