რონალდუს პირველი რეპოკერი, 24-ე ჰეთ-თრიქი და ბომბარდირობის დაბრუნება

როგორც წესი, პორტუგალიელი გოლეადორი მეტად ნაყოფიერია სანაკრებო ბატალიების შემდეგ, თუმცა „გრანადასთან“ მატჩში განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.


დავიწყოთ იქედან, რომ კრიშტიანუმ 5 შედეგიანი დარტყმა განახორციელა 90 წუთის განმავლობაში, რაც პირველად დაფიქსირდა მის საფეხბურთო კარიერაში.აღნიშნულის წყალობით, „შვიდიანი“ უკვე 213 გოლს მოითვლის ესპანეთის ჩემპიონატში და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში, პაინიოს (210 გოლი) უკან ჩამოტოვებით, მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა (მეშვიდეზე კუინი (219), მეექვსეზე სეზარ როდრიგესი (223), მეხუთეზე ალფრედო დი სტეფანო (227), მეოთხეზე რაული (228), მესამეზე უგო სანჩესი (234), მეორეზე ტელმო ზარა (251) და პირველზე მესი (275)).

ამასთანავე, რონალდუმ, ლა ლიგის მასშტაბით 24-ე ჰეთ-თრიქს მოუყარა თავი და ამიერიდან, მესისთან ერთად იყოფს პირველ ადგილს ხსენებულ კომპონენტში.

და რაც ყველაზე მთავარია, მიმდინარე სეზონის „პიჩიჩისთვის“ ბრძოლაში, „ელ ფერარიმ“ კვლავ გადაუსწრო არგენტინელს.29-ე ტურის თავზე, რონალდუ 4 გოლით ჯობნის არგენტინელს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)