ანჩელოტი: „დანილო მნიშვნელოვნად გაგვაძლიერებს“

კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.


„ვფიქრობ, დანილო ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია ევროპაში.ის შემდეგ სეზონიდან გააძლიერებს ჩვენი შემადგენლობის რიგებს.კარვახალი და არბელოა გაგებით მოეკიდებიან ახალ ტრანსფერს.ჯანსაღი კონკურენცია სასარგებლოა ყველასათვის.“

„გვჯერა, რომ პრიმერა დივიზიონში ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.ვეცდებით, ყოველ მატჩში გამარჯვებისათვის ვიბრძოლოთ.იანვარ-თებერვლის ჩავარდნის შემდეგ, გუნდი კარგად გრძნობს თავს.ჩემი აზრით, შარშანდელი სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უკეთეს კონდიციებში ვართ.პირველი შემადგენლობის უკლებლივ ყველა მოთამაშე მწყობრშია, პეპეს გარდა, რომელსაც ტრავმა აწუხებს, მაგრამ მალე გამოჯანმრთელდება.აპრილის თვე საკმაოდ დახუნძლულია თამაშებით და აქედან გამომდინარე, თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია გუნდისათვის.რა თქმა უნდა, როტაცია იქნება.“

„დანილო მეტად ძლიერი მოთამაშეა.ბრაზილიელი მნიშვნელოვნად გააძლიერებს „რეალს.““

„ბეილმა ნაყოფიერად ჩაატარა ბოლო პაექრობა.მან თავის გამოჩენაც მოახერხა „ლევანტეს“ წინააღმდეგ.ამასთანავე, დიდებულად იასპარეზა ეროვნული ნაკრების რიგებში.ვგონებ, ეს პაუზა დადებიტად აისახება როგორც მასზე, ასევე გუნდზე.“

„ისეთივე ტაქტიკით ვითამაშებთ, როგორც „ბარსელონასთან“ შეხვედრაში.კატალონიელების წინააღმდეგ კომპაქტურ ფეხბურთს მივანიჭეთ უპირატესობა.“

„ყველამ იცის, რომ სეზონის გადამწყვეტი მომენტი დგება.„ბერნაბეუს“ ატმოსფერო ჩვენ ბურთაობაზეა დამოკიდებული.წარმატებით თუ ვიასპარეზეთ, ქომაგების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება.“

„რასაკვირველია, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ დარჩენილი დაპირირებებში 3-3 ქულა მოვიპოვოთ.რაც მთავარია, შემადგენლობას აქვს ამის რესურსი.ჩვენ ეს შევძელით სეზონის დასაწყისში და ახლაც გვძალუძს იგივეს გაკეთება.მჯერა საკუთარი შეგირდების.“

„მესმის იმ ფეხბურთელების, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მწირი სათამაშო დრო ჰქონდათ.ჩემთვის ყველა ფეხბურთელი ნიშანდობლივია.“

„პეპე მზად იქნება ჩემპიონთა ლიგის პაექრობისთვის.“

„ხამეს როდრიგესი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს თამაშს, ხოლო ხედირასა და კარვახალს დასვენების საშუალება მიეცემათ.ისკო დისკვალიფიკაციის გამო იუქმებს.“

„ვფიქრობ, ბოლო ტურებში გაირკვევა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებულისს ვინაობა.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)