ფერგიუსონი:"მესისა და რონალდუს ჯახი კიდევ გაგრძელდება"

სერ ალექს ფერგიუსონმა მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონაში" მიმდინარე მოვლენები მიმოიხილა. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტი ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუსაც შეეხო...


"არასდროს დასრულდება ჯახი, რომელიც კრიშტიანო რონალდუს და მესის აქვს. ორივე ფებხურთელი უდიდეს ტექნიკურ არსენალს ფლობს, ისინი ლიდერის თვისებებით არიან დაჯილდოვებულნი და თავიანთი კლუბებისათვის შეუცვლელს ფიგურას წარმოადგენენ."

"დიდი კლუბის გაწვრთნა არასდროსაა იოლი, რადგან შენი სამსახური ყოველთვის ეჭვქვეშ დგას. "რეალი" და "ბარსელონა" ერთ სპეციალისტს მაქსიმუმ 3 წლის მანძილზე ენდობიან, შემდეგ კი ცვლილებებს ახდენენ, რადგან შედეგი არ აკმაყოფილებთ. ზე კლუბებში ყოველთვის განსაკუთრებული მოთხოვნებია, რომლის დაკმაყოფილება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული."

"კარლო ანჩელოტის მადრიდის "რეალი" სწორ გზაზე დგას. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტაქტიკოსია. მის წინააღმდეგ მანჩესტერ "იუნაიტედის" დროს არაერთხელ მითამაშია და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კარლო გენიოსი იყო. ანჩელოტი დიდი ზეწოლის ქვეშ მუშაობს, მაგრამ პროფესიონალიზმი არასდროს იკარგება. ის უნდა დარჩეს "ბლანკოსში", ვინაიდან უდიდესი რესურსი აქვს."

"ანჩელოტი მხოლოდ დიდი მწვრთნელი არ არის, მასთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ვიცი რაოდენ კეთილი პიროვნება გახლავთ, სწორედ ამის საფუძველზე აღწევს ის წარმატებას. იტალიელის გუნდებში ყოველთვის სრული იდილიაა შექმნილი." dle 10.1

  • Hala
  • 3 აპრილი 2015
  • 3294
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)