არბელოა: „დანილოს ტრანსფერი ჩემ წასვლას არ ნიშნავს“

ალვარო არბელოამ Marca-სთან ისაუბრა კლუბში მიმდინარე მოვლენებზე.


„კეთილი იყოს დანილოს მოსვლა სამეფო კლუბში.მას, როგორც ყველას, ხელგაშლილი დავხვდებით.ჩემი მომავალი? საკმაოდ მშვიდად ვგრძნობ თავს.ახლა მოახლოვებულ პაექრობებზე ვფიქრობ და არა კარიერაზე.დანილოს ტრანსფერი კარგი სიახლეა გუნდისათვის.სხვადასხვა ჟურნალები წერენ, რომ არბელოას წყალი შეუდგაო, მაგრამ ეს აზრს მოკლებულია.ვერსად ვიქნები ისე კომფორტულად, როგორც აქ.მშობლიურ კლუბში მსურს დარჩენა.“

„მოურინიოს წასვლის შემდეგ მარტო არ დავრჩენილვარ.ჩემ გვერდით იყვნენ კალეხონი, ალბიოლი და ალონსო.ახლაც, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს შემადგენლობის რამდენიმე წევრთან.მოურინიო ბედნიერად გრძნობს თავს ლონდონში.შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს, ის დაბრუნდეს ესპანეთის დედაქალაქში.“

„მე და კასილიასს არ გვისაუბრია.ზოგჯერ, დრო გარდატეხას ახდენს ცხოვრებაში.სიმართლე გითხრათ, იმის გამო, რომ „კასილიასისტი“ არ ვარ, ხშირად, ზეწოლის მსცვერპლი ვხვდები.იკერი კლუბისა და ქვეყნის სიმბოლოა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ადამიანები „თავს ესხმოდნენ“ დიეგო ლოპესს, კასილიასის სასტარტოში დაბრუნების გამო.ამჟამად, ყველაფერი მოგვარებულია, პრობლემები აღმოფხვრილია.“

„კრიშტიანუს საიუბილეო წვეულების შემდეგ, ბევრმა დაიწყო მისი გაკრიტიკება.ვფიქრობ, უაზრობაა ეჭვის შეტანა მის პროფესიონალიზმში.რონალდუს არასამართლაიანდ ექცევიან და პორტუგალიელს ნამდვილად აქვს ამაზე ფიქრის საფუძველი.“

„ანალოგიურად ექცევიან ბეილსაც.ფეხბურთელმა უდიდესი სარგებელი მოუტანა კლუბს სადებიუტო სეზონში, მაგრამ რატომღაც, ამას არ ითვალისწინებენ.“

merengues.ru dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)