კარლოსი:"დანილო შესანიშნავი შენაძენია"

რობერტო კარლოსმა ბრაზილიელი ახალგაზრდის, დანილოს მადრიდის "რეალში" გადასვლაზე ისაუბრა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "ბლანკოსში" არსებული ვითარებაც მიმოიხილა...


"გალაქტიკო ყოველთვის ყველას ემახსოვრება. ეს იყო ბრწყინვალე ეპოქა, სადაც გულშემატკივრები დიდ სიხარულს იღებდნენ საყვარელი ფეხბურთელებისგან."

"დანილო შესანიშნავი შენაძენია. კაფუ ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველად ითვლება, მაგრამ დანიელ ალვეშიც ისტორიას წერს, მან კატალონიასა და ანდალუსიაში ეპოქა შექმნა. ვფიქრობ, მადრიდის ახალწვეულს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ გაცემული ავანსები გაამართლოს და საფეხბურთო ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს. და სილვას თამაშის ხარისხი აღმაფრთოვანებელია, თუმცა ის კიდევ მოუმატებს."

"მარსელო საკუთარ პოციაზე მსოფლიოში საუკეთესოა. მიხარია, რომ "ბლანკოსში" მსგავსი კალიბრის ფეხბურთელმა შემცვალა. ასევე მომწონს ბერნატი, მაგრამ ვიეირას ლიდერის თვისებების გამოვლენაც შეუძლია, ის უდიდესი ტექნიკას ფლობს და საჭირო მომენტში იყენებს კიდეც."

"სანტიაგო "ბერნაბეუზე" სტვენა ფეხბურთელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოვლენაა."

"რონალდუს კრიტიკა? პორტუგალიელს ყოველთვის მეტს მოსთხოვენ, რადგან საუკეთესო თამაშს შეგვაჩვია, მაგრამ წლების მანძილზე ხანდახან ვარსკვლავებსაც აქვთ ჩავარდნა, რომელიც ყოველთვის აღმოფხვრადია."

"კრიშტიანოს წასვლა გამორიცხულია. პრესაში ძალიან ბევრი ჭორი იწერება, მაგრამ ის თავს შესანიშნავად გრძნობს. არამგონია, ფლორენტინო პერესმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს. პრეზიდენტმა იცის, რომ "შვიდიანი" გუნდს მეტისმეტად სჭირდება."

"მას შემდეგ, რაც გუნდი დატოვეს რაულმა და გუტიმ გასაკვირი აღარაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იკერმა კარიერა მადრიდულ გიგანტში უნდა დაასრულოს. ესპანელი კაპიტანი კლუბის სიმბოლო გახლავთ."

"გარეთ ბეილი შესანიშნავი ფეხბურთელია, ის ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა. მინდა გავიხსენო რივალდო, რომელთან ერთადაც არაერთი ტიტული მოვიგე, ჟინით ეს ფეხბურთელები ერთმანეთს ჰგვანან, მაგრამ ბეილს გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეუძლია დაცვაში, რივალდო კი დიდ ტექნიკას ფლობდა და შეტევაში თამაში უყვარდა."

"ანჩელოტი დიდი მწვრთნელია, ალბათ ის აცნობიერებს, რომ ლა ლიგა ან ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ვინაიდან დედაქალაქში დიდი მოთხოვნებია."

"ლა ლიგაში ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება. "ბარსელონას" კარგი ჰანდიკაპი აქვს შექმნილი, მაგრამ წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები ელის. ვფიქრობ, ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოლებს, "ატლეტიკო" კი ჩამოწერილია."

"ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი ახლოვდება. სანახაობრივ შეხვედრებს ველი, აქ ხომ უმაღლესი დონის ფეხბურთის ხილვა მოგვიწევს. dle 10.1

  • Hala
  • 2 აპრილი 2015
  • 2412
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)