ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორი

ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორი დაიბადა 1992 წლის 5 თებერვალს ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს გარე უბანში მოგი დეს კრუზეიროში


ის თამაშობს საფეხბურთო კლუბ 'სანტოსში' ფორვარდის პოზიციაზე. ასევე იგი ირიცხება ბრაზილიის U-17 ეროვნულ ნაკრებში სადაც სამ შეხვედრაში ერთი გოლი აქვს გატანილი.

ნეიმარის სანტოსში დებიუტი შედგა 'Paulista Championship' ნახევარფინალურ მატჩში პალმეირასის წინააღმდეგ.ამ მატჩში მან დაჩრდილა ბრაზილიელი ვარსკვლავი კეირსონი, რომელიც ახალ ბარსას საკუთრებაა მაგრამ იჯარის წესით ბენფიკაში გამოდის. ამის შემდეგ ბრაზილიაში კეირსონი და ნეიმარი მოსისხლე მტრებად მიიჩნევიან. ამ მატჩის შემდეგ ნეიმარის კარიერა დიდ პროგრესს განიცდის და მას ბრაზილიელები 'ახალ პელედ' მიიჩნევენ ხოლო, ევროპელები 'ახალ რობინოს' უწოდებენ.

ნეიმარი ამავე წელს მოექცა ისეთი ევროპული გრანდების ყურადღების ქვეშ როგორებიც არიან:Manchester City, Manchester United, Milan, Real Madrid, Arsenal F.C., Barcelona და Chelsea, ამათგან კი ყველაზე მეტად მადრიდის რეალი აქტიურობს რომელმაც უკვე მოამზადა შეთავაზება სანტოსის აგენტისთვის ვაგნერ რიბერიოსათვის. ნეიმარს კლუბთან კონტრაქტი 2011 წლამდე აქვს, მაგრამ სანტოსის მესვეურები ცდილობენ მას კონტრაქტი 2015 წლამდე გაუხანგრძლივონ. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 6.000.000 € შეადგენს. თუმცა ევროპული გრანდები მზად არიან მასში 12.000.000 € გადაიხადონ.

ექსპერტები ითვალისწინებენ რა მადრიდის რეალის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის დამოკიდებულებას ბრაზილიელებისადმი,ისინი თვლიან რომ ნეიმარი 2011 წლამდე მადრიდის რეალის მაისურს მოირგებს და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება კეირსონს, ოღონდ ამჯერად ეს დაპირისპირება გაცილებით დიდ მნიშვნელობას შეიძენს, რამეთუ მათი ერთმანეთთან დაპირისპირება მოხდება ელ-კლასიკოზე. dle 10.1

  • camelo
  • 2 იანვარი 2010
  • 2667
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)