ანჩელოტის "რეალიდან" წავლის შემთხვევაში უსამსახურობა არ ემუქრება"

კარლო ანჩელოტის ძალიან უყვარს მადრიდი და ადგილობრივი კლუბი, რომელსაც წვრთნის, ის ესპანეთის დედაქალაქში საკმაოდ კომფორტულად მოეწყო, დაძლია ენის ბარიერი და ერთ წელიწადში 4 ტიტულის მოპოვება შეძლო. 3 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ იტალიელი სპეციალისტის მომავალი ბურუსით დაიფარებოდა, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც არასდროს არაფერია გამორიცხული. ეს მადრიდის "რეალია", სადაც მცირე ჩავარდნასაც არ გპატიობენ, ეს კლუბია, სადაც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ...


"მარკას" ინფორმაციით კარლო ანჩელოტის მომავალს განსაზღვრავს 22 მარტის "ელ კლასიკო", რომელიც კატალონიაში გაიმართება და სეზონის ბოლოს დაფიქსირებული რეზულტატი.

თუ კარლიტო ლა ლიგის მოგებას შეძლებს, მისი მომავალი უფრო ნათელი ფერებით შეინიღბება, სხვა შემთხვევაში კი დიდია შანსი იმისა, რომ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის დამრიგებელს კარისკენ მიუთითოს.

ამავე წყაროზე დაყდნობით, "ბლანკოსში" მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდება ინგლისური მანჩესტერ "იუნაიტედი" და ანჩელოტის გათავისუფლების შემთხვევაში მყისვე საინტერესო შეთავაზებისთვის ემზადება.

ლუის ვან გაალის დღეები მანჩესტერში დათვლილია, რადგან ჰოლანდიელი სპეციალისტი ვერ აჩვენებს სასურველ შედეგებს და ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს ლონდონის "ჩელსის". გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "უტდ"-მ ლონდონელებზე 3-ჯერ მეტი თანხა დახარჯა, მაგრამ ეს ყველაფერი სატურნირო ცხრილზე ვერ აისახა. ლუისის გუნდს ჩემპიონობის შანსი უკვე დაკარგული აქვს, სწორედ აქედან გამომდინარე ინგლისელები კარლიტოს კანდიდატურას განიხილავენ. dle 10.1

  • Hala
  • 12 მარტი 2015
  • 2869
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)